ბრძოლაში, მათ შორის მსაჯთან, ორი ბურთით დავმარცხდით
ბრძოლაში, მათ შორის მსაჯთან, ორი ბურთით დავმარცხდით
24.07.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

მეორე პერიოდის საწყის ეტაპზე დაშვებული რამდენიმე შეცდომა, რომელიც ამავე მონაკვეთის მიწურულს, ჩვენი სუბიექტური მოსაზრებით მატჩზე მომსახურე ერთ-ერთი (ჩინელი) მსაჯის არაკომპეტენტური გადაწყვეტილებებით გამყარდა და თამაშის ბოლომდე, ამ ხაზით გააგრძელა მსაჯობა, საბოლოოდ, საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულ ნაკრებს, ავსტრალიაში მიმდინარე მსოფლიო თასის დღევანდელ შეხვედრაში მონტენეგროს ნაკრების წინააღმდეგ მარცხად 16-18 დაგვიჯდა.


ყველაზე საინტერესო კი, ის გარემოებაა, რომ აღნიშნული მსაჯი, სწორედ მაშინ აქტიურდებოდა, როცა საქართველოს ნაკრების ანგარიშის გათანაბრების შანსი ეძლეოდა. ბუნებრივია, იყო ჩვენი წყალბურთელების მხრიდან დაშვებული მცირე შეცდომებიც, მაგალითად, როდესაც მეტობაში ვრჩებოდით, კრაში დარტყმის ნაჩქარები გადაწყვეტილებები. თუმცა, ჩვენი ნაკრები, რომელიც რეალურად ნატურალიზებული მოთამაშეებიდან ორიღა შემორჩა და ქართული კადრებით დაკომპლექტდა, გვინდა გვჯეროდეს, რომ მეტი პროგრესი შეიძლია.


დღეს, კი 5-8 ადგილებისთვის მებრძოლი გუნდების პირველი დაპირისპირება მონტენეგროელთა სამი გოლით დაიწყო. თუმცა, პერიოდის მიწურულს გიორგი მაგრაქველიძემ და ნიკა შუშუიაშვილმა მოახერხეს ორი ბურთის გაქვითა და მონაკვეთი ერთი ბურთით 2-3 წავაგეთ.


მიუხედავად იმისა, რომ მეორე პერიოდის საწყის წუთებში, საწყისი მონაკვეთისგან განსხვავებით რამდენიმე შეცდომა დავუშვით, საბოლოოდ მონაკვეთი კვლავ ერთი ბურთით 5-6 წავაგეთ, თუმცა, ტაიმის შემდეგ, სხვაობამ უკვე ორი ბურთი შეადგინა 7-9. საინტერესოა, რომ ამ მონაკვეთშიც მონტენეგროელებმა, ისარგებლეს რა ჩვენი შეცდომებით ორი ბურთი გაგვიტანეს, რასაც, ნიკა შუშიაშვისლის მორიგი გოლი მიჰყვა. თუმცა, ამ მომენტში, ჩვენმა მოწინააღმდეგემ უკვე „კვება" ხსენებული მსაჯის კეთილგანწყობიდან დაიწყო და ორი გოლიც დაგვიმატა. ამ ორ გოლს საბა ტყეშელაშვილმა უპასუხა. რასაც ანდრია ბითაძის ორი ულამაზესი გოლი მოჰყვა და სხვაობა კვლავ ერთ ბურთამდე შემცირდა, 6-7.საკმაოდ საინტერესო და უხვგოლიანი მონაკვეთის ბოლომდე, მონტენეგროელებმა ორი, ჩვენგან კი, დრაგოლუბ როგაჩმა გაიტანა.


მსაჯობის თვალსაზრისით, მესამე პერიოდშიც არაფერი შეცვლილა. მონტენეგროელებმა ეს მონაკვეთიც ერთი ბურთით, ამჯერად 4-5 მოგვიგეს და შესაბამისად, გადამწყვეტი მონაკვეთის წინ, სხვაობამ უკვე სამი ბურთი შეადგინა 11-14. მესამე პერიოდში ქართული გუნდიდან გოლები დუშან ვასიჩმა, ბესო ახვლედიანმა (3) გაიტანეს.


ბოლო პერიოდი ჩვენმა ნაკრებმა მოიგო ერთი ბურთით, 5-4, თუმცა, საერთო გამარჯვებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ამ მონაკვეთშიც, გოლების ათვლა მონტენეგროელებმა დაიწყეს. და ერთ მომენტში, სხვაობა ანგარიშში 5 ბურთამდეც გაიზარდა. თუმცა, ლუკა ჩიქოვანმა, ნიკა შუშიაშვილმა (2), გიორგი მაგრაქველიძემ და ვატო დადვანმა მაქსიმალურად იზრუნეს, რომ სხვაობა შეემცირებინათ და საბოლოოდ, როგორც გითხარით, შეხვედრა, მხოლოდ ორი ბურთით წავაგეთ.


ახლა, საქართველოს ნაკრები, 7-8 ადგილებისთვის ხვალ, ხორვატიის ნაკრებს დაუპირისპირდება.