უნგრულ სეგედში ქართულ გუნდს კანოე სპრინტში ევროპის იუნიორთა და 23-წლამდეთა ჩემპიონატში წარმატებული სტარტი აქვს
უნგრულ სეგედში ქართულ გუნდს კანოე სპრინტში ევროპის იუნიორთა და 23-წლამდეთა ჩემპიონატში წარმატებული სტარტი აქვს
23.07.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ქართველო კანოისტები და კაიაკერები დღეიდან, 23 ივლისიდან სამი დღის მანძილზე კანოე სპრინტში ევროპის იუნიორთა და 23-წლამდე ჩემპიონატზე მიიღებენ მონაწილეობას და 40 ქვეყნის 800 მონაწილეს შორის, შეეცდებიან სხვადასხვა დისციპლინებში მედლების მოგებას. ჩვენი გუნდი ორივე ასაკობრივ კატეგორიაში ხუთი სპორტსმენით არის წარმოდგენილი: ალექსანდრე წივწივაძე (C1 / 500, 200) ნიკოლოზ ოდიშელიძე (K1 200მ) , მანანო პეტრიაშვილი (C1 / 500, 200), საბა მალანია (C1 / 1000, 500, 200 ) და ვლადისლავ კაპინოსი (K1 / 500, 200).


შეჯიბრში, რომელიც უნგრეთის ქალაქ სეგედში მიმდინარეობს, პირველი სტარტზე ჩვენი გუნდიდან  იუნიორებს შორის 1000 მეტრიან დისტანციაზე, C1 კლასში საბა მალანიამ იასპარეზა. საკვალიფიკაციო გაცურვაში ქართველმა დისტანცია 4:40.609 (+33.416) დაფარა და მე-5 ადგილით, 1/2 ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.  


საბა მალანიამ C1 კლასში 500მ-ან დისტანციაზეც იასპარეზა და საკვალიფიკაციო გაცურვაში, აქაც მე-5 ადგილით დაასრულა ასპარეზობა. 2:01.561 (+11.587) დაფიქსირებულმა დრომ კი, ქართველს კიდევ ერთ 1/2 ფინალში ასპარეზობის საშუალება მისცა.


ქართული გუნდიდან მომდევნო სტარტზე, კვლავ იუნიორების კატეგორიაში ვლადისლავ კაპინოსი წარსდგა, რომელმაც K1 კლასში, 500მ შესარჩევი ეტაპი 1:47.780 (+5.537) დაფარა და 1/2 ფინალში გადასვლა მოახერხა.       


შემდეგი სტარტი 23-წლამდეთა შორის მანანა პეტრიაშვილმა გადაიბარა, რომელმაც C1 კლასში 500მ დისტანციაზე შესარჩევი ეტაპი 2:15.003 (+9.627) დაასრულა და გაცურვაში მე-4 ადგილით 1/2 ფინალში გადავიდა.


ამასობაში, ასპარეზობა 23-წლამდეთა შორის დაიწყო ალექსანდრე წივწივაძემ რომელმაც, C1 500მ-ან დისტანციაზე 1:53.050 (+4.544) დროით მესამე გადალახა საკვალიფიკაციო გაცურვის ფინიშის ხაზი და 1/2 ფინალში გადავიდა.        


ქართული გუნდიდან ერთადერთი, რომელსაც დღეს არ უასპარეზია ნიკოლოზ ოდიშელიძეა, რომელიც ხვალ, თბილისის დროით 18:20 საათზე K1 200 მეტრზე, საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყებს ასპარეზობას.


ნახევარფინალები ხვალ, 24 ივლისის დილიდან დაიწყება. იხილეთ, ქართველთა მონაწილეობით ყველა გაცურვის გრაფიკი ბმულზე. რომლის დასრულების შემდეგაც, ჩვენი გუნდის წარმომადგენლები ხუთ ახალ დისტანციას შეეჭიდებიან. აქ გთავაზობთ გაცურვის დროებს:


მანანა პეტრიაშვილი

17:15 / C1 200მ შესარჩევი ეტაპი

საბა მალანია

17:35 / C1 200მ შესარჩევი ეტაპი

ალექსანდრე წივწივაძე

17:45 / C1 200მ  შესარჩევი ეტაპი

ვლადისლავ კაპინოსი

17:55 / K1 200მ შესარჩევი ეტაპი

ნიკოლოზ ოდიშელიძე

18:20 / K1 200მ შესარჩევი ეტაპი