
სამი ქართული საფეხბურთო კლუბის „იბერია 1999"-ის, „დინამო თბილისისა" და „დილას" პარალელურად უეფა-ს ევროტურნირებზე ქართველი ლეგიონერების გუნდებიც მონაწილეობენ. ჩვენი ლეგიონიდან პირველი მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ავსტრიული გრაცის „შტურმა" იასპარეზა. კონკრეტულად უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო ასპარეზობა ოთარ კიტეიშვილისა და გიზი მამაგეიშვილის „შტურმმა", რომელმაც ორ-რაუნდიანი დაპირისპირების პირველი თამაში დიდი ანგარიშით 4-0 მოიგო. შოტლანდიურ „ჰართსთან" შეხვედრაში ჩვენი ლეგიონიდან მხოლოდ, „კიტემ" მიიღო მონაწილეობა და ისიც მეორე ტაიმში გამოჩნდა მოედანზე. პირველი ტაიმის შემდეგ, „შტურმი" ერთბურთიანი სხვაობით იგებდა. ამას გარდა, პენალტიც ჰქონდა გაფუჭებული. 50-ე წუთზე კი, ოთარის ჩაწოდებული კუთხური გრაცელებმა გოლით დააბოლოვეს. მე-60 წუთისთვის კი, უკვე 4-0-ს იგებდნენ. მინდორზე გამოჩენისთანავე კიტეიშვილი, ავსტრიელთა რიგებში, საუკეთესო თუ არა ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ამ გამარჯვებით, „შტურმმა" საპასუხო მატჩის წინ, რომელიც 28 ივლისს გაიმართება, მომდევნო ეტაპზე გასასვლელად, საკმაოდ კარგი განაცხადი გააკეთა.
უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა გამართა ანრი მექვაბიშვილის კრაიოვას „უნივერსიტატიამ" და სოფიას „ლევსკისთან" 1-0 წააგო. ანგარიში მე-8 წუთზე დიმიტროვმა გახსნა და მასპინძლები დააწინაურა. რუმინელთა შორის, ტრადიციულად აქტიური იყო მექვაბიშვილი, რომელმაც სასტარტო შემადგენლობიდან დაწყო და მოედანზე 75-ე წუთი დაჰყო. 70-ე წუთზე ქართველს გოლის გატანაც შეეძლო. თუმცა, შანსი გაუშვა. ახლა, „უნივერსიტატიას" საპასუხო მატჩში, საკუთარ სტადიონზე მოუწევს შექმნილი ვითარების გამოსწორება და ორი შეხვედრის ჯამში, მომდევნო ეტაპზე გასვლა. საპასუხო შეხვედრა 29 ივლისს არის ჩანიშნული.
უეფა-ს ევროპის კონფერენს ლიგაზე დაიწყო ასპარეზობა ლაშა დვალის სოფიის „ცსკა 1948"-მ. ქართველი მცველის გუნდი, რომელმაც დღეს სოფიის გუნდის კაპიტნის სამკლაური მოირგო, გასვლით შეხვედრაში, სლოვაკურ „ტრნავას" დაუპირისპირდა. სლოვაკური კლუბის რიგებში კი, ლუკა ხორხელი თამაშობდა. შეგახსენებთ, რომ ამ გუნდში გიორგი მოისწრაფიშვილიც ირიცხება, თუმცა, ის დღეს, განაცხადში არ იყო. დღევანდელ შეხვედრაში, რომელიც ფრედ, 0-0 დასრულდა, ორივე ქართველმა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო თამაში და თუ არ ჩავთვლით, რომ ხორხელი 89-ე წუთზე შეცვალეს, სრული მატჩი ჩაატარა.
დღესვე, უეფა-ს კონფერენს ლიგის გათამაშებაში დაიწყო ასპარეზობა საბა ხარებაშვილის თურქულმა „ბაშაქშეჰირმა", რომელმაც ფრედ, 1-1 ითამაშა ტურკუს „ინტერთან". ხელშეკრულების თანახმად, რომელიც თურქულმა კლუბმა ქართველთა გააფორმა, საბას, სრულწლოვანებამდე კლუბის ოფიციალურ თამაშებში მონაწილეობის უფლება არ აქვს. თუმცა, „ხარება" ახლა კლუბთან სწრაფად გადის ინტეგრაციას და ჩვენთან საუბარში დაგვიდასტურა, რო თავს კარგად გრძნობს და ახლა გარემოსაც კარგად ეგუება.
აქვე შეგახსენებთ, რომ ხვალ ქართველების ხუთი კლუბი იასპარეზებს უეფა-ს კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე - ბუნებრივია, ქართული კლუბების „დინამო თბილისისა" და გორის „დილას" გამოკლებით. ასე, რომ ხვალ, დღის ბოლოს, ლეგიონის თემითაც დაგიბრუნდებით.





ჩვენ








