„ნიკე-ლუსომ“ ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა მარცხით დაიწყო
„ნიკე-ლუსომ“ ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა მარცხით დაიწყო
22.07.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს ქალთა შორის საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა და მიმდინარე გათამაშების ლიდერმა „ნიკე-ლუსომ" უეფა-ს 2026-2027 წლების ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე დაიწყო ასპარეზობა. თუმცა, თბილისურ კლუბს, სასტარტო შეხვედრიდან გამომდინარე, ამ ჯერზე, მხოლოდ დასამტკიცებელი რჩება, რომ ჯგუფური მინი-ტურნირის 1/2 ფინალში განცდილი მარცხი, აღნიშნულ ტურნირზე, სადებიუტო შეხვედრის მღელვარება იყო და გუნდს თამაში შეიძლია. ამის შანსი გაგა კირკიტაძის გაწვრთნილ „ნიკე-ლუსოს" 25 ივლისს, თბილისის დროით 13:00 საათზე, მეორე 1/2 ფინალში დამარცხებულ ჩრდილო მაკედონიურ „სკოპიესთან" მოუწევს, რომელიც ქართული კლუბის მსგავსად ასევე დამარცხდა, ირლანდიურ „ატლონთაუნთან" 4-0.


ჩვენ კი, მინი-ტურნირის მასპინძელ, პოლონურ „სოსნოვიეცისთან" 7-1 (იხილეთ ბმული) დავმარცხდით. პირველად ქართველთა მეკარეს მე-8 წუთზე მოუხდა ნერვიულობა. იმ მომენტში გადავრჩით, თუმცა, მე-10 წუთზე კლაუდია მილეკმა პირველი გოლი გაგვიტანა, მე-18 წუთზე, მისი დუბლით, მასპინძლები უკვე 2-0-ს იგებდნენ. ამის შემდეგ,


თეონა ბაქრაძის გადაცემით, თბილისელთა ახალწვეულმა მოახერხა ერთი ბურთის გაქვითა და იმედის ნაპერწკალიც გაჩნდა, რომ იქნებ... თუმცა, მასპინძლები არ ჩერდებოდნენ, 31-ე წუთზე პატრიცია სარაპატამ ორბურთიანი სხვაობა აღადგინა. ტაიმის ბოლო ხუთწუთეულში, ანგარიშს შემცირების შანსი კვლავ გოდენს ჰქონდა, თუმცა, ამჯერად ვერ გამოიყენა. ვითარება, პირველი ტაიმისთვის დამატებულ 6 წუთში მხოლოდ მასპინძელთა სასარგებლოდ, ჩვენს კარში დარტმების მაჩვენებლით გაიზარდა. 15 დარტყმა, სამის საპირისპიროდ, აქედან ჩარჩოში ბურთი პოლონელებმა შვიდჯერ გაუშვეს. აქვე ვთქვათ, რომ ეს სტატისტიკა მეორე ტაიმში გაორმაგდა, ისევე როგორც ჩვენს კარში გასული გოლები.


მილეკმა საბოლოოდ პოკერიც შეგვისრულა და მის გარდა კატოვიჩმა და მიკსონემაც გაგვიტანეს. ბოლო ბურთი, მასპინძლებმა 11-მეტრიანით გაგვიტანეს, რომელიც მეორე ტაიმისთვის სამი დამატებული წუთის გასვლიდან ორ წუთში, სალომე გასვიანმა აიკიდა.


რაც შეეხება შემადგენლობას, ალბათ მიხვდით, საწყისი აბზაცებიდან, რომ ტრავმის შემდეგ, გუნდს დაუბრუნდა თეონა ბაქრაძე, თუმცა, ქართული ფეხბურთის ლიდერს, როგორც ჩანს, მისთვის ჩვეულ ფორმამდე ბევრი უკლია. „ნიკე-ლუსოს" სამწვრთნელო შტაბმა კი, სასტარტო შემადგენლობაში, ქართველ ფეხბურთელებს ახლად დამატებული ლეგიონერები ამჯობინა - ბუნებრივია, მათ კომპეტენციაში ვერ ჩავერევით, ალბათ, უცხოური ხმაურიანი კლუბების სახელებისა და ნაკრებების ჩამონათვალი CV-ში, ასე ვთქვათ, მათი სათამაშო პრაქტიკის არ ქონის მიუხედავადაც კი, უფრო წონადი იყო, ვიდრე მაგალითად, ქართველი ფეხბურთელების, რომლებიც ჯერ ასაკითაც პატარები არიან და არც მსგავს ტურნირებზე სათამაშო გამოცდილება აქვთ.


ასეა თუ ისე, ჩვენმა ჩემპიონმა დასანანი მარცხი განიცადა და ახლა, მესამე ადგილისთვის მატჩის წინ, სამწვრთნელო შტაბს დიდი სამუშაო აქვს გასაწევი, რომ ჩვენი ფეხბურთელები, სტრესულ-შოკური მდგომარეობიდან გამოვიდნენ.