„იბერია 1999“ საპასუხო მატჩზე ორ გოლიანი დანაკლისით მიდის
„იბერია 1999“ საპასუხო მატჩზე ორ გოლიანი დანაკლისით მიდის
21.07.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი რაუნდი გაიმართა. საქათველოს მოქმედმა ჩემპიონმა „იბერია1999"-მა ბრატისლავას „სლოვანს" უმასპინძლა და 0-2 დამარცხდა.


თავიდანვე შეიძლება ვთქვათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტაიმი სტუმრებმა 0-2 მოიგეს, ანგარიში არ ასახავდა იმ რეალობას, რაც მოედანზე იყო. ქართულმა გუნდმა ორივე გუნდი დაცვაში უპასუხისმგებლო თამაში გამო გაუშვა. სხვათა შორის მე-14 წუთზე, მსგავსი ვითარების გამოსწორება მოახერხა, თუმცა, ეს იყო და ეს.  ქართული გუნდის კარში პირველი გოლი 25-ე წუთზე გავიდა. რეალურად პირველივე კუთხურს ჩვენს კართან გოლი მოჰყვა. მცველებს ზურგს უკან დარჩათ სრულიად უყურადღებოდ ანდრაჟ შპორარი, რომელსაც თავით არ გასჭირვებია ბურთის კარში გადაგზავნა. ზუსტად, 5 წუთში, „სლოვანი" უკვე ორბურთიანი სხვაობით იყო წინ - კვლავ დაცვა ჩავარდა. ერთი საინტერესო დეტალი, რაზე გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს ქართული გუნდის წარმომადგენლებმა - „მე გავაფრთხილე, რომ ევროპაში, მსაჯები ისე არ უსტვენენ, როგორც საქართველოში. ამიტომ ვთხოვე ფეხბურთელებს, რომ ყურადღებით ყოფილიყვნენ და მსაჯთან არ ეკამათათო", - თქვა გუშინ ანდრი დემჩეკომ, „იბერია 1999"-ის მთავარმა მწვრთნელმა. მიუხედავად ამისა, პირველი ყვითელი ბარათი ქართული გუნდის მეკარემ სწორედ, მსაჯთან კამათისთვის მიიღო. რეალურად ბურთით უფრო „იბერია 1999", იყო, თუმცა, ამ უპირატესობის მიუხედავად, კარის ჩარჩოში მხოლოდ ოთხჯერ გვქონდა დარტყმული. აქედან ერთხელ იყო, შეხვედრის პირველ წუთებში გატანილი გოლი, რომელიც VAR-მა გააუქმა თამაშგარეს გამო - მე-5 წუთზე ვახო ბედოშვილმა გაიტანა. მეორე კი, მეორე ტაიმში - 63-ე წუთზე გიორგი ქობულაძის გოლი გააუქმა VAR-მა და კვლავ, თამაშგარეს მიზეზით.


„დასანანი იყო პირველი გოლი. მითუმეტეს, გუნდს არ ჰქონდა შეტევა გაკეთებული და სტანდარტულიდან გაგვიტანა. ასეთ მატჩებამდე ნერვიულობა ბუნებრივია, მაგრამ საწყისი წუთების შემდეგ მართლა დავინახეთ, რომ თამაში შეგვეძლო და უკეთესი შედეგითაც დაგვესრულებინა, მაგრამ იღბალი ჩვენს მხარეს არ იყო. როდესაც დომინანტი ხარ, დასანანია, რომ 10 წუთში ორ გოლს უშვებ. შესაძლოა, ჩვენს მიერ გატანილი პირველი გოლი რომ არ გაეუქმებინათ, საქმე სხვაგვარად წასულიყო, თუმცა, ჯერ კიდევ გვაქვს შანსი და ბრატისლავაში ბოლომდე ვიბრძოლებთ",  - ამბობს გიორგი ჯინჯოლავა.


„იბერიას" მიერ გატანილ და VAR-ისგან გაუქმებულ გოლებს თუ არ ჩავთვლით, „სლოვანი" მთელი თამაში იკბინებოდა კონტრშეტევებზე. თუმცა, მატჩის წინა დღეს, ქართულ გუნდს ეს მოლოდინიც ჰქონდა. შეხვედრის მეორე ნახევარში და ზოგადად თამაშშიც, თბილისელთაგან ანდრია ბართიშვილს თუ გამოვყოფდი, რადგან ჩვენი სუბიექტური მოსაზრებით დღეს, ის თუ ამწვავებდა სიტუაციებს. სხვა.. კიდევ ერთი მომენტი, ალბათ, რაზეც ღირს ყურადღების გამახვილება და რაც ვჩენი აზრით ქართული გუნდის საზიანოდ გადაწყდა 81-ე წუთზე ბრატისლაველთა კარში არ დანიშნული 11-მეტრიანი. VAR-მა გადახედა, თუმცა დარღვევად არ მიიჩნია.


„თამაშის შემდეგ, სიხარულაშვილს ვკითხე და მან თქვა, რომ ჩაარტყეს ფეხში და მსაჯი მასთან ახლოს იყო. ამას გარდა, ეს მომენტი უნდა შეემჩნიათ იმ მსაჯებსაც რომლებიც VAR-ზე იყვნენ. ეს უხეში შეცდომები მსაჯებმაც უნდა გააანალიზონ. წეღან აღვნიშნე, რომ ჩვენს კარში გასული პირველი გოლის მომენტში -ს უნდა დაენახა, რომ ჩვენი მეკარე დაბლოკეს და ის ვერ მივიდა ბურთზე. არადა, ამ შეცდომებს აქვთ გავლენა ანგარიშზე და ჩვენ, საპასუხო შეხვედრაზე მივდივართ ასეთი ანგარიშით. მინდა ვთქვა, რომ VAR-ზე ცოტა უკეთესად უნდა იმუშაონ. ამას გარდა კიდევ იყო მომენტი, როდესაც მსაჯმა შეგვიშალა ხელი, არადა ამ სტანდარტულს ორი კვირა ვამუშავებდით", - ამბობს ანდრი დემჩენკო, „იბერია 1999"-ის მთავარი მწვრთნელი.


სხვათა შორის თამაშის დასრულების შემდეგ, „სლოვანის" მთავარი მწვრთნელი იტყვის, რომ მის გუნდს რთული მატჩი ჰქონდა და განსაკუთრებით პირველი ტაიმით იყო კმაყოფილი. მეორე ტაიმში თბილისური გუნდი უფრო რისკავდა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ „სლოვანი" სივრცეებს არ უტოვებდა, ყველა ფაზა დაუსრულებელი რჩებოდა. მეტოქის მწვრთნელი წინააღმდეგი იყო, იმ გარემოებით, რომ მის გუნდს 15-20 წუთი დაღლა დაეტყო.


„დღევანდელი გამარჯვება დავიმსახურეთ.  მეტოქეს ბევრი სივრცე არ მივეცით. კარგად გავაკონტროლეთ თამაში. როგორ მიუდგა ამას ჩვენი გუნდი კმაყოფილი ვარ. უპირველესად, კმაყოფილი ვარ მოთამაშეების მენტალიტეტითა და შემართებით. უფრო მნიშვნელოვანი კი ის იყო, რომ ჩვენ გავიტანეთ მნიშნელოვანი გოლები. მიუხედავად იმისა, რომ  ორი გოლი გავუშვით, ორივე თამაშგარე იყო. ვთვლი, რომ ზოგადად გუნდმა მთლიანად კარგად ითამაშა დაცვაში. რეალურად, „სიმშვიდის" მოპოვება პირველივე ტაიმის შემდეგ მოვახერხეთ. კმაყოფილი ვარ დაცვაში თამაშით. კარგად იმოქმედა დაცვის ხაზმა, მათ შორის მეკარემაც, სახლში მშრალი ანგარიშით ვბრუნდებით, თუმცა, ეს არ ნიშნავს რომ ყველაფერი დასრულდა, რადგან არის საპასუხო მატჩი, ჩვენ სახლში შევეცდებით იგივე ენთუზიაზმით ვითამაშოთ და შემდეგ ეტაპზე გავიდეთ", - ამბობს იაია ტურე მატჩის დასრულების შემდეგ. 


ერთ კვირაში, ეს გუნდები უკვე საპასუხო შეხვედრაში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს ბრატისლავაში, სადაც, ჩვენი აზრით, ყველაფერი უფრო რთულად იქნება. მატჩის შემდგომი პრეს-კონფერენციიდან თუ ვიმსჯელებთ, ორივე გუნდს, აქვს მოლოდინი, რომ შესაძლოა თამაში „დატრიალდეს", თუმცა, ამისთვის ქართულ გუნდს, მაქსიმუმზე მეტის გაკეთება მოუწევს და თან მის ხელში არსებული რესურსით. აი, „სლოვანს" კი დიდი ალბათობით, კრისტიან მარტინესი დაემატებათ. თუმცა, ჯერჯერობით არ იციან, მოახერხებს თუ არა თამაშს პირველი გოლის ავტორი.


„დღეს გვაკლდა რამდენიმე წამყვანი მოთამაშე, თუმცა, ჩვენ მოვახერხეთ მაინც იმის გაკეთება რაზეც, მთელი კვირა ვმუშაობდით. დღეს გუნდმა ითამაშა, რადგან ინდივიდუალურად, ძალიან გაჭირდებოდა. ანდარჟმა მუხლზე იგრძნო ტკივილი. არ ვიცით რა სჭირს. მას ჰქონდა დისკომფორტი და ამიტომ, თავი დავიზღვიეთ და მოგვიწია მისი შეცვლა. ჯერ არ ვიცი მისი ტრავმის სიმძიმე და სავარაუდოდ, ხვალ ვნახავთ რა გადაწყდება", - ამბობს ტურე.


ქართველთა უკრაინელი მწვრთნელი კი, ამბობს რომ ყველაფრისდა მიუხედავად, „იბერია 1999" გასვლით შეხვედრაში აუცილებლად იბრძოლებს. იმ შემთხვევაში თუ ქართული კლუბი უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპს ვერ გადალახავს, გუნდი უეფა-ს ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაინაცვლებს და მისი მეტოქე, „ცრვენა ზვეზდასა" და ჩრდ. ირლანდიურ „ლარნეს" შორის დამარცხებული იქნება. ამ გუნდების დაპირისპირების პირველი რაუნდის შემდეგ, სერბული გუნდი, რომელმაც გასვლაზე ითამაშა 0-4 დაწინაურდა.


შეგახსენებთ, რომ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრები 29 ივლისს გაიმართება.