
დღეს ესპანეთის ნაკრებმა, მსოფლიო ჩემპიონის ტიტული დამსახურებულად მოიგო. „ფურია როხამ", მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის არგენტინის წინააღმდეგ, რეალურად, ცალკარა ითამაშა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ლუის დე ლა ფუენტეს გუნდმა, „მეტლაიფ სთედიუმზე", ჯგუფური ეტაპიდან მოყოლებული კიდევ ერთ მატჩში გაიმარჯვა და თან, კარიც მშრალად შეინახა, გოლის გატანა მხოლოდ, მას შემდეგ მოახერხა, რაც მესის გუნდი, 10 ფეხბურთელით დარჩა. თავის მხრივ, მესი არ მიწყენენ, ლეგენდის მრავალრიცხობრივი ფანები ამ შეხვედრაში დაკარგული იყო.
მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მინდვრიდან ენცო ფერნანდესი გააძევეს. თუმცა, ის, რომ გოლი სწორედ ამის შემდეგ, გავიდა, რეალურად, შეხვედრის სურათს არ ცვლის. 106 წუთზე, ნიკო ვილიამსის გადაცემით გოლი ფერან ტორესმა გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ნიკოც და ტორესიც შეცვლაზე შემოვიდნენ, ასე რომ გოლიც, შეცვლაზე შემოსული ფეხბურთელების კისერზეა.
ალბათ, როდესაც ერთმანეთის წინააღმდეგ ესპანეთისა და არგენტინის ნაკრებები თამაშობენ, ყველა ცეცხლოვან მატჩს ელოდა, თუმცა, დღევანდელი შეხვედრა პრაგმატული ფინალებიდან განსხვავებითაც კი მოსაწყენი სანახაობა იყო, სადაც განვმეორდები, ერთი გუნდი მეორეს ყველა კომპონენტში აღემატებოდა.
მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ფიფა-მ ტრადიციულად საუკეთესოები გამოავლინა: საუკეთესო ფეხბურთელად ესპანეთის ნაკრების ლიდერი როდრი დაასახელეს. საუკეთესო მეკარე უნაი სიმონი გახდა, რომელმაც მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე 7 შეხვედრაში, მხოლოდ 1 გოლი გაუშვა. საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად ესპანელი მცველი პაუ კუბარსი დასახელდა.
ესპანეთს მსოფლიო ჩემპიონატი 2010 წელს აქვს მოგებული, შესაბამისად, 16 წლის შემდეგ, იმ ევროპულმა ნაკრებმა მეორედ იზეიმა ტიტულის მოგება, რომელთანაც ჩვენს, საქართველოს ნაკრებს ბოლო წლებში, საკმაოდ ბევრჯერ მოუხდათ გადაკვეთა. აი, არგენტინამ კი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს 1978, 1986 და 2022 წლებში ფლობდა, მორიგ ჯერზე ვერ მოახერხა მისი დაცვა. არგენტინამ კი მეოთხედ წააგო ფინალი და ისევ სამი ტიტული აქვს.
რადგან სტატისტიკაზე ვლაპარაკობთ, აქვე ისიც ვთქვათ, რომ დღევანდელი შეხვედრა ესპანელთათვის 38-ე იყო წაუგებელი მატჩების სერიიდან, რაც თავის მხრივ, უნიკალური რეკორდია. მსოფლიო ჩემპიონატის ბომბარდირი კი, კილიან მბაპე გახდა 10 გოლით, ამასთან ორი გოლით გადაასწრო მესის. სიმართლე ვთქვათ, დღეს ყველა მესის გოლს ელოდა, თუმცა, ლეგენდამ ეს ვერ მოახერხა და ვიც იცის, იქნება ამის გამო, ოთხი წლის შემდეგ, მესი კვლავ ვიხილოთ მოედანზე.
რა იქნება ოთხი წლის წინ, ჯერ რთულია ლაპარაკი, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ორ ტაიმიანი, თამაში, რომელსაც ფეხბურთი ჰქვია და რომელშიც ყველა წუთს დატვირთვა და გავლენა აქვს, ოთხ ნაწილად აღარ დაიყოფა, თავის დიდი შესვენებით, რომელმაც სულაც არაა გამორიცხული, რომ სხვა ფორმატს (საფეხბურთო ფორმატს) დაჩვეული გუნდები, მათ შორის არგენტინაც ჩვეული კალაპოტიდან ამოაგდო და მომენტი „გაამაზინა".
ასეა თუ ისე, მსოფლიო ჩემპიონის თასი მადრიდში მოდის, სადაც უახლოეს საათებში დიდი ზეიმი გაიმართება.
აქვე შეგახსენებთ, რომ მე-3 ადგილისთვის საფრანგეთისა და ინგლისის შეხვედრა, ინგლისელების გამარჯვებით 4-6 დასრულდა.





ჩვენ








