საქართველოს 20-წლამდე ხელბურთელთა ნაკრები 19 ივლისს V ადგილისთვის ითამაშებს
საქართველოს 20-წლამდე ხელბურთელთა ნაკრები 19 ივლისს V ადგილისთვის ითამაშებს
19.07.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

კოსოვოში, EHF-ის ჩემპიონატზე საქართველოს 20-წლამდე ხელბურთელთა ნაკრებმა ჯგუფში ხუთივე შეხვედრა წააგო და მე-6 ადგილით დაასრულა ასპარეზობა. ჯგუფის ბოლო შეხვედრაში ჩვენი გუნდი ჯგუფის ლიდერს, ნიდერლანდებს დაუპირისპირდა და 25-40 დათმო შეხვედრა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრა საქართველოს ნაკრებმა კარგად დაიწყო და ორჯერ დაწინაურებაც მოახერხა პირველ ტაიმში, თუმცა, საბოლოოდ, ეს მონაკვეთი 14-17 წააგო. გუნდმა, საქართველოს ხელბურთის ფედერაციის ინფორმაციით, მეორე ტაიმის ნახევარი ბრძოლისუნარიანობა შეინარჩუნა, თუმცა, ამის შემდეგ, ნიდერლანდებმა ნელ-ნელა გაზარდეს უპირატესობა და საბოლოოდ 15 ბურთით მოგვიგეს.


ჩვენი გუნდიდან საუკეთესო მოთამაშედ ვანო გურგენიძე დაასახელეს, რომელმაც ოთხი გოლი გაიტანა ოთხი მცდელობიდან.


საქათველოს ნაკრების ყველა შეხვედრის მაჩვენებელი:

მონტენეგრო - საქართველო 33-24

კოსოვო - საქართველო 29-21

იტალია საქართველო  36-24

საქართველო - ესტონეთი 23-31

საქართველო - ნიდერლანდები 25-40


ტურნირი წრიული სისტემით ჩატარდა. ჯგუფში პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები ფინალში შეხვდებიან ერთმანეთს;  მესამე და მეოთხე ადგილოსნები ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებენ;  მეხუთე და მეექვსე პოზიციებზე გასული ნაკრებები კი მე-5 და მე-6 ადგილებს გაინაწილებენ. შესაბამისად, საქართველოს 20-წლამდეთა ნაკრები 19 ივლისს, მე-5 -6 ადგილებისთვის ბრძოლაში, ჩვენი გუნდი სატურნირო მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მონტენეგროს დაუპირისპირდება, რომელთანაც ტურნირის სტარტზე 33-24 დამარცხდა.


საქართველოს ნაკრები: საბა დიასამიძე, თორნიკე გაგუა, გიორგი კენჭაძე; ალექსანდრე შიოშვილი (3), ვახტანგ ხარებაშვილი (5), ნიკოლოზ ბიბლაია (1), გიორგი კაპანაძე (1), ნიკოლოზ ნარიმანიძე, ნიკოლოზ მამულაშვილი (6), საბა შუბაშიშვილი (3), ნიკოლოზ ბოჟაძე, ალექსანდრე ბოჟაძე (2), გიორგი მაზანიშვილი, დემეტრე თორია, ვანო გურგენიძე (4), ანდრია ბურჯალიანი /  მთავარი მწვრთნელი: შოთა თევზაძე



ფოტო: © EHF