
უმცროსმა ბორჯღალოსნებმა 2026 წლის მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატი მხოლოდ ერთი მოგებით მე-12 ადგილზე დაასრულა.
დასკვნით მატჩში ჩვენი გუნდი ფიჯის ქუთაისში, "აია არენაზე" შეხვდა და პირველსავე წუთზე გაშვებული ლელოთი მდევრის როლში აღმოჩნდა. ამას ქართველთა გააქტიურება მოყვა და რამდენიმე სალელოვე შანსი გვქონდა, მაგრამ ვერ ვისარგებლეთ და 25-ე წუთზე მეორე ლელო მივიღეთ. ტაიმის ბოლოს წყნარი ოკეანის წარმომადგენლებმა მოლით ერთხელაც შეგვიტიეს და ლელოს შემდეგ 0-17 დაწინაურდნენ.
მეორე ტაიმი უკეთ დავიწყეთ და მიხეილ შიოშვილის ლელოთი ჩამორჩენა შევამცირეთ, თუმცა ფიჯიმ ტაიმის შუაში ორი შანსი მიიღო, ორივეჯერ ჯარიმა გაიტანა და მნიშვნელოვანი უპირატესობა შეინარჩუნა. ამ სიტუაციაში ლეონიდე სალდაძის 70-ე წუთზე გატანილი ლელო ერთგვარ ნუგეშად იქცა, თუმცა მალევე ლელო აქეთაც მივიღეთ. გარდასახვა ზუსტი იყო საბოლოოდ 10-30 დავმარცხდით.
მე-9 ადგილისთვის ირლანდიამ და იტალიამ ითამაშეს. ირლანდიელები უპირატესობას ფლობდნენ და ტაიმი 22-14 მოიგეს. 66-ე წუთზე იტალიამ გარდასახული ლელოთი სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა, თუმცა შემდეგ კელტებმა კიდე ორი ლელო გაიტანეს, ჯამში 34-26 გაიმაჯვეს და მე-9 ადგილი დაიკავეს.
2026 წლის მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატი
მე-11 ადგილისთვის
18 ივლისი. 18:00 საათი. ქუთაისი. "აია არენა".
საქართველო - ფიჯი 10-30 (0-17)
საქართველო
ხაზი: 15. ნიკოლოზ ხალვაში, 14. ლუკა ტაბატაძე, 13. ლეონიდე სალდაძე, 12. დავით ბარბაქაძე, 11. დათა არობელიძე, 10. მათე მახარაძე, 9. გიორგი ხონელიძე;
შერკინება: 1. გიორგი ტურაშვილი, 2. გიორგი აღნიაშვილი, 3. ლევან ეზიეშვილი, 4. გიორგი მეფარიშვილი, 5. დავით ბარამია, 6. გიორგი არძენაძე, 7. ლუკა ნარსია (კაპ.), 8. მიხეილ შიოშვილი.
მარქაფა: 16. ნიკა ღარიბაშვილი, 17. საბა ნოზაძე, 18. გაბრიელ რაზმაძე, 19. ნიკოლოზ ჩხორთოლია, 20. გიორგი გიორგი ზაზაძე; 21. თემურ ძოძუაშვილი, 22. დემეტრე დევდარიანი, 23. დათა ახვლედიანი.





ჩვენ








