
ბუდაპეშტის ხალიჩაზე დღეს, სარეიტინგო ტურნირში ასპარეზობა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა დაიწყეს. ქართული გუნდი 7 წონით კატეგორიაში 12 ფალავნით შეეცდება მედლების მოგებას და მნიშნელოვანი ქულების მოპოვებას. აღსანიშნავია, რომ ქართულ გუნდს, ორ წონაში 72 და 87 კგ წონით კატეგორიაში სამ-სამი სპორტსმენი, ხოლო 77კგ-ში ორი ფალავანი ჰყავს განაცხადში.
პირველივე საასპარეზო დღეს ქართველმა კლასიკებმა ერთი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიგეს. 72 კგ წონით კატეგორიაში, ოქროს მედალი ნიკა ბროლაძემ მოიგო. ფინალში მან რუსი ასკეროვი 10-0 დაამარცხა. ამავე წონაში ბრინჯაოს დაეუფლა მიშიკო ალექსანდრია. ნამ ბრინჯაოს ფინალში ინდოელი ანილ ანილი დაამარცხა 5-2. ამავე წონაში ჩვენი გუნდის მესამე წარმომადგენელმა ჯონი ხეცურიანმაც იჭიდავა ბრინჯაოსთვის, თუმცა, უნგრელ სპორტსმენთან დამარცხდა 3-1 და მედლის გარეშე დარჩა.
დღეს 67-77კგ წონითი კატეგორიების გათამაშდა მედლები, ხვალ კი, ბუდაპეშტის ხალიჩაზე 72-87კგ წონითი კატეგორიის სპორტსმენებს ვიხილავთ. ჩვენი გუნდიდან მედლების მოგებას 87კგ წონით კატეგორიაში აივენგო რიკაძე, აჩიკო ბოლქვაძე და გურამი ხეცურიანი შეეცდებიან.
ჩვენი გუნდის დანარჩენი წევრები შეჯიბრის დასკვნით დღეს იასპარეზებენ და მედლებს ექვს წონით კატეგორიაში 55-60-63-82-97-130 კგ-ში გაითამაშებენ.
60კგ - რომეო ბერიძე
63კგ - ფრიდონ აბულაძე
77კგ - დიეგო ჩხიკვაძე, ანრი ფუტკარაძე
82კგ - თორნიკე მიქელაძე
130კგ - ლუკა გაბისონია





ჩვენ








