საქართველოს ქვიშის ფეხბურთის ნაკრები მესამე ადგილისთვის ხვალ ითამაშებს
საქართველოს ქვიშის ფეხბურთის ნაკრები მესამე ადგილისთვის ხვალ ითამაშებს
18.07.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ქვიშის ნაკრები ბათუმში მიმდინარე ევროპის ლიგის B დივიზიონის მესამე ადგილისთვის ითამაშებს და ხვალ, თბილისის დროით 18:00 საათზე, იმ ნორვეგიის ნაკრებს დაუპირისპირდება, რომელთანაც ჯგუფური ეტაპის სასტარტო შეხვედრაში ბოლო წამზე გაშვებული გოლის წყალობით 2-1 დამარცხდნენ.


1/2 ფინალურ შეხვედრაში, საქართველოს ნაკრები ლატვიის საკმაოდ ძლიერ გუნდს დაუპირისპირდა და დაძაბულ შეხვედრაში 5-4 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ანგარიში, ლატვიელებმა შეხვედრის დაწყებიდან მალევე გახსნეს, თუმცა ამ მომენტიდან სამ წუთში სპარტაკ ლომიძემ ანგარიში გაათანაბრა, 1-1. თუმცა, ლატვიელებმა პირველი ნახევარში კიდევ ორი გოლი გაიტანეს და 3-1 მოიგეს. მეორე ტაიმის დასრულებამდე 4 წუთით ადრე, ლატვიელები უკვე სამბურთიანი სხვაობით იყვნენ წინ. თუმცა, მონაკვეთის მიწურულს ჩვენმა ნაკრებმა მოახერხა ორი ბურთის გაქვითვა - ჯერ, მალხაზ შამილაძემ შემდეგ კი, ხვიჩა მახარაძემ გაიტანეს და დასკვნითი ტაიმის წინ, სხვაობა ანგარიშში ერთ ბურთამდე შეამცირეს, 4-3. საინტერესო განვითარდა მოვლენები ბოლო მონაკვეთში. ანგარიში გიორგი ქურდაძემ გაათანაბრა, 4-4. თუმცა, ორ წუთში ლატვიელებმა კვლავ მოახერხეს ანგარიშში დაწინაურება და მიუხედავად იმისა, რომ მატჩის მიწურულს ჩვენი მეტოქე კაცნაკლული დარჩა, საქართველოს ნაკრებს ამ რიცხობრივი უპირატესობის გამოსაყენებლად დრო არ ეყო. ჩვენი გუნდი დამარცხდა (მატჩის ტექნიკური ჩანაწერი) და შესაბამისად, ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში გადაერთო.


ფინალში ლატვია და აზერბაიჯანის ნაკრებები დაუპირისპირდებიან, ჩვენმა მეზობლებმა დღეს ნორვეგია 1-6 დაამარცხეს.