
სამშაბათს, 21 ივლისს, 20:00 საათზე თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე „იბერია 1999", უეფა-ს 2026-2027 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას გამართავს. ქართული გუნდი, ბოლო წლებში, ქართველების ინტერესის ქვეშ მყოფ და ამავდროულად, ავად გასახსენებლ სლოვაკურ „სლოვანს" შეხვდება. ავად გასახსენებელს იმიტომ, რომ სწორედ, „სლოვანმა" გამოთიშა 2022 წლის გათამაშებას პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან ბათუმის „დინამო". ხოლო, ინტერესი კი, ამ ბრატისლავური გუნდის მიმართ, „სლოვანში" გურამ კაშიას, ჯაბა კანკავას, გიორგი ჩაკვეტაძისა და თუნდაც, ვლადიმერ ვაისი (უფროსის) ყოფნა იყო მთავარი მწვრთნელის რანგში. თუმცა, ამჯერად, ასეთი უშუალო ინტერსი გაქრა და მხოლოდ, ქართული კლუბისთვის „რევანშიღა" გვრჩება.
სხვათა შორის, პირველი საკვალიფიკაციო ბარიერის გადალახვის შემდეგ, ქართველთა გუნდის უკრაინელმა მთავრმა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ „სლოვანზე" ფიქრს, მხოლოდ ახლა იწყება და მომავალი მეტოქის განახლებული გუნდის შესახებ, მხოლოდ იმის ვარაუდი შეეძლო, რომ ახალ მთავარ მწვრთნელთან იაია ტურეს ერთად, „ბარსელონაში" და „მანჩესტერ სიტიში" გატარებული წლებიდან გამომდინარე, შეეძლო ეფიქრა, თუ სტილის ფეხბურთი შესაძლოა შემოსთავაზოს ქართულ კლუბს. ერთია ფაქტი, რომ „სლოვანი" არ არის „ფლორა" და შესაბამისად, რთული თამაში გველისო", აღნიშნა ანდრი დემჩენკო თამაშის დასრულების შემდეგ.
ბრატისლავას „სლოვანმა" ახალი სეზონისთვის მზადება იაია ტურესთან ერად ავსტრიულ GAK 1902-თან, 24 ივნისს გამართული ამხანაგურ მატჩში გამარჯვებით, 0-1 დაიწყო. მომდევნო ამხანაგური „სლოვანმა" სერბულ „ცრვენა ზვეზდასთან" 29 ივნისს ფრედ 1-1 ითამაშა. მომდევნო შეხვედრაში, 4 ივლისს, 1-0 დამარცხდა „პუშკაშ აკადემიასთან", ბოლო სპარინგში კი, რომელშიც კვიპროსულ „პაფოსს" დაუპირისპირდა 3-2 გაიმარჯვა.
„როგორც მწვრთნელი მინდა ვენდო ჩემს მოთამაშეებსო" - აღნიშნა ტურემ პირველ პრესკონფერენციაზე რომელიც „სლოვანის" მთავარი მწვრთნელის ამპლუაში პირველად 16 ივლისს გამართა, თუმცა, იაიას, რამდენჯერმე წამოცდა „თანაგუნდელებსო", ეს კი, მაინც იმ გარემოებაზე მიუთითებს, რომ ტურე 5-წლიანი სამწვრთნელო კარიერის მიუხედავად, ჯერ მაინც ვერ არის ბოლომდე ადაპტირებული ამ ამპლუაში - ეს შესაძლოა ქართული გუნდისთვის პლუსი იყოს.
„ჩვენ კარგად გვესმის, რომ თანამედროვე ფეხბურთში, მთავარი შედეგია, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, გუნდში ცვლილებები. მესმის, რომ მას შემდეგ, რაც „სლოვანში" 6 წელი ერთი ხედვა იყო, ასე უცბად, ყველაფერი ვერ შეიცვლება. პირველივე ვარჯიშიდან ვცდილობ, ვისწავლო რაღაც მათგან (ფეხბურთელებისგან) და მათ ისწავლონ ჩემგან. მესმის, რომ „სლოვანი" ტრადიციული კლუბია. ჩემი მიზანი იქნება გუნდმა ითამაშოს შეტევითი ფეხბურთი. თუმცა, ჩემი შემტევი უნდა იყოს საუკეთესო დაცვაში თამაშის დროსაც. რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა, რომ გვქონდეს ბურთი თამაშის დროს, მაგრამ ზოგჯერ, რაღაც ზონებში განსაკუთრებით ფრთხილად უნდა ვიყოთ. ჩემთვის მთავარია თავდაპირველად ვისწავლო მოთამაშეებისგან, ვნახო სად არიან უფრო სარგებლობის მომტანები. ალექსანდრ პოპოვიჩის დამატების შემდეგ, მე გუნდში მყავს ორი ძალიან კარგი ხარისხის მეკარე. ჩემი „საფეხბურთო ფილოსოფია" იმაში მდგომარეობს, რომ უბრალოდ, გვინდა ვიყოთ დომინანტები. ვაკონტროლოთ ბურთი, ვიყოთ აგრესიულები, როგორც ბურთით, ასევე უბურთოდაც. ბურთის შენახვის გარდა და ისიამოვნო თამაშით და გავიტანოთ", - ამბობს ტურე, ბოლო ამხანაგური მატჩის შემდეგ, სლოვაკურ მედიასთან შეხვედრისას.
„სლოვანი" თბილისში, მატჩის წინ 20 ივლისს მიხეილ მესხზე ივარჯიშებს და უფრო დაწვრილებითაც, იაია ტურეს მიზნებს, მაშინ უფრო გავიგებთ კონკრეტულად, „იბერია 1999"-თან დაკავშირებით.
მანამდე კი, ქართულ გუნდში რამდენიმე ცვლილებაა. კლუბის ინფორმაციით, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, თბილისური კლუბი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე პაატა ღუდუშაურმა დატოვა. ამ გადაწყვეტილებას წინ, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წინ, ფეხბურთელსა და კლუბის მთავარ მწვრთნელს შორის დაპირისპირება უძღოდა, რის გამოც ღუდუშაურს პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის არც ერთი შეხვედრა არ უთამაშია.
ქართული კლუბი დატოვა ზოურიმ, რომელიც „იბერია 1999"-ს გასულ წელს შემოუერთდა და „იბერია 1999"-ის მაისურით 45 მატჩი ჩაატარა.
გუნდს ჰყავს ახალი ფეხბურთელიც სტეფენ ენდე, 20 წლის ნიგერიელი შემტევი, რომელიც მარცხენა ვინგერის პოზიციაზე თამაშობს, „იბერია 1999"-ს აზერბაიჯანის ჩემპიონი და თასის მფლობელი „საბაჰიდან" შეუერთდა.
და აქვე გეტყვით, რომ ანდრია ბართიშვილი, რომელსაც მცირე ტრავმა ჰქონდა (დასიებული კოჭი) და ამის შესახებ, 14 ივლისს დემჩენკომაც ილაპარაკა მატჩის შემდეგ უკვე სრულად გამოჯანმრთელებულია და 21 ივლისს თბილისელთა რიგებშიც ვიხილავთ.





ჩვენ








