საქართველოს ნაკრები ქვიშის ფეხბურთში ევროპის ლიგის 1/2 ფინალშია
საქართველოს ნაკრები ქვიშის ფეხბურთში ევროპის ლიგის 1/2 ფინალშია
17.07.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ქვიშის ნაკრების გახდა მეოთხე გუნდი, რომელიც ევროპის ლიგის B დივიზიონის ნახევარფინალში გააგრძელეს ასპარეზობას. ბათუმში მიმდინარე ტურნირზე, რომელშიც ლატვიის, სლოვაკეთის, აზერბაიჯანის, ინგლისის, ნორვეგიის, მალტისა და საქართველოს ნაკრებები თამაშობენ ჯგუფური ეტაპი დასრულდა. და B ჯგუფებში გამოვლინდა ორ-ორი საუკეთესო გუნდი, რომლებიც უკვე ფლეი-ოფის ფორმატში გააგრძელებენ ასპარეზობას (იხილეთ სატურნირო მდგომარეობა).


15 ივლისს,  A ჯგუფში, ბოლო წუთებზე გაშვებული გამარჯვების შემდეგ, შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ბოლო წამზე გაშვებული გოლით დამარცხდა ნორვეგიის ნაკრებთან 1-2, დღეს მალტელებთან შეხვედრაში გამარჯვებული გამოვიდა. საქართველოს ნაკრებმა, კარგად აწყობილი დაცვითი თამაშის ფონზე, პირველი ტაიმი ფრედ, 0-0 ითამაშა. მეორე ტაიმში კი, მალტელთა კარში გიორგი ქურდაძის მიერ გატანილი გოლით დაწინაურდა. მეორე ტაიმის მიწურულს კი, სპარტაკ ლომიძის გოლით, დასკვნითი მონაკვეთის წინ, კომფორტულად დაწინაურდა 2-0. მშრალად შენახული კარით თამაშის დასრულებამდე, ჩვენს ნაკრებს 19 წამი დააკლდა, რადგან სწორედ შეხვედრის დასრულებამდე 19 წამით ადრე, ქართველთა ნაკრებმა გოლი გაუშვა, თუმცა, საბოლოოდ გაიმარჯვა და გათამაშების 1/2 ფინალში გავიდა, სადაც ლატვიის ნაკრებს დაუპირისპირდება, რომელმაც სამიდან სამივე შეხვედრა მოიგო და მიმდინარე გათამაშებაში ყველაზე მეტი, 15 გოლიც გაიტანა.


საქართველოსა და ლატვიის ქვიშის ფეხბურთის ნაკრებებს შორის თამაში ბათუმში, 21:00 საათზე დაიწყება. მეორე ნახევარფინალში აზერბაიჯანისა და ნორვეგიის ნაკრებები ითამაშებენ. შეხვედრა 19:30 საათზე დაიწყება (თამაშების განრიგი იხილეთ ბმულზე).


ფოტო: © beachsoccer.com