„დინამო თბილისმა“ ბეწვის ხიზე გაიარა და დღეს გაუმართლა...
„დინამო თბილისმა“ ბეწვის ხიზე გაიარა და დღეს გაუმართლა...
16.07.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

„დინამო თბილისმა" დღეს, ბეწვის ხიდზე გაიარა, თუმცა, ამჯერად გაუმართლა და უეფა-ს ევროპის კონფერენს ლიგის გათამაშების მომდევნო ეტაპზე გავიდა. ყველაზე ტიტულოვანი ქართული კლუბის აქილევსის ქუსლი - არა რეალიზებული მომენტები დღეს, გამრავალფეროვნდა. თამაში შეგვეძლი 65-ე წუთზე დაგვესრულებინა, თუმცა, 11-მეტრიანი, ჩვენი გუნდის ლეგიონერმა ალგასიმ ბამ გააფუჭა, უფრო ზუსტად, პენალტი მეტოქის, „მონდროფის" მეკარემ აიღო.


11-მეტრიანი კი, 56-ე წუთზე, თბილისელთა რიგებში შემოსულმა 16 წლის თორნიკე კვარაცხელიამ, მინდორზე გამოჩენიდან მალევე გამოიმუშავა. თორნიკე, დედაქალაქელთა რიგებში ერთ-ერთი გამორჩეული იყო. აქვე ვთქვათ, რომ რამდენიმე მომენტში თორნიკეს მოძრაობები ერთი-ერთი ჰგავდა უფროსი ძმისას - ისევ ატარებდა ბურთს, ისევე ატყუებდა, აკეთებდა პაუზებს, პოულობდა ცარიელ ზონებს თანაგუნდელების ხელსაყრელ პოზიციაზე გასაყვანად, თუმცა, პირველ დამატებულ ტაიმამდე, თავად კარში დარტყმას ერიდებოდა. ალბათ, ეს დროსთან და გამოცდილებასთან ერთად მოვა, რადგან, როდესაც დღეს კარის მიმართულებით დაარტყა, მეტოქის მეკარეს დიდი ჯაფა დაადგა რომ გოლი არ გაეშვა.


კვარაცხელიას გარდა, პირადად ჩემზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა ოსეი ბარნსმა, რომელიც დღეს გუნდის სტაბილურობის განსახიერება იყო. გიორგი ლორიასაც ჰქონდა რამდენიმე კარგი „სეივი", თუმცა, სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ დინამოელთა გამოცდილმა კარის მცველმა, ერთ-ერთი კუთხურის დროს, შეიძლება ითქვას, კუთხურების ჯაჭვიდან, კარი დაკარგა და 86 წუთზე, სტუმრებმა, რეალურად ცარიელ კარში გაგვიტანეს, რამაც თამაში დამატებითი 15-წუთიანი ტაიმებში გადაგვიყვანა. თუმცა, მანამდე, ამ მომენტიდან მალევე, ქართველმა მეკარემ, ორჯერ გვიხსნა გოლისგან, ერთხელ მას სანდრო კალანდაძე წამოეშველა.


თბილისელთაგან, ალბათ, კიდევ ორ ფეხბურთელს, მაქსიმ ტეიშეირას, რომელსაც რამდენიმე მომენტში შეეძლო ანგარიშის გახსნა  და ნიკა ნინუას გამოვარჩევდით, რომელმაც მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის ტოლფასი პენალტი გაიტანა და რომელიც თავის მხრივ, ბას ფლანგიდან ინდივიდუალური რეიდს მოჰყვა.


ზოგადად დღეს, გუნდმა  დაცვაში არ ითამაშ ურიგოდ, თუმცა, ერთადერთი შეცდომა გოლად დაგვიჯდა. თემურ ქეცბაიას ფორმაციის „დინამო თბილისი", რომლის შემადგენლობაც რეალურად, უშუალოდ ევროტურნირების დაწყების წინ შეიკრა, სამართლიანობისთვის უნდა ვთქვათ, რომ ჯერ ისევ შეუთამაშებელია. ამას გარდა, თუკი, სამწვრთნელო შტაბი დღევანდელ მატჩში დაშვებული შეცდომების ანალიზს და დასკვნებს გააკეთებს, ალბათ, კიდევ ერთხელ, აუცილებლად გაამახვილებს ყურადღებას გამოუყენებელ მომენტებზე. გოლები გასატანი გვაქვს! დღევანდელი მატჩი კი ფრედ, 1-1 დასრულდა, რამაც ორი შეხვედრის ჯამში, მომდევნო, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისელებს მისცა გზა.


რეალურად „დინამო თბილისმა" მეტოქეს აჯობა, თუმცა, ეს გარემოება, თბილისელთა ისტორიის მქონე გუნდს, შვებას არ უნდა აძლევდეს ლუქსემბურგული კლუბის „კლასიდან" გამომდინარე და კიდევ, იმიტომ რომ, მომდევნო მეტოქე, დღევანდელზე ბევრად ძლიერი ვილნიუსის „ჟალგირისი" იქნება.


შეგახსენებთ, რომ ბოლოს, ოფიციალურ შეხვედრებში „დინამო თბილისი" და „ჟალიგირის" ერთმანეთს, 1989 წლის 23 ოქტომბერს ეთამაშნენ, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ფარგლებში. მატჩი თბილისში, „დინამო არენაზე" გაიმართა და „დინამოს" გამარჯვებით, 3-1 დასრულდა. თბილისელთა რიგებში, გუნდის დღევანდელი სამწვრთნელო შტაბიდან თემურ ქეცბაიამ ითამაშა და გოლიც გაიტანა. ერთი წლით ადრე, 1988 წლის 7 მარტს კი, „ქეცბა" და  სოსო ჭედია ერთად იყვნენ დინამოელთა რიგებში „ჟალგირისის" წინააღმდეგ, 7 მარტს, სსრკ-ის ჩემპიონატის გახსნით მატჩში და მაშინაც, თბილისურმა გუნდმა გაიმარჯვა. თუმცა, მას შემდეგ, ბევრი წელი გავიდა და „დინამო თბილისიც" აღარ არის ის, რაც გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს იყო.