
დღეს, უეფა-ს ორ ევროტურნირზე ქართული საფეხბურთო ლეგიონი და ქართველ მსაჯთა ბრიგადა იყო წარმოდგენილი. დავიწყოთ მსაჯებით, რომლებმაც უეფა-ს ევროპის კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი განსაჯეს სემეიში, „სტადიონ სპარტაკზე" - ალეკო აფციაურმა (მთავარი მსაჯი), დავით ჩიგოგიძესთან და ბორის ჟვანიასთან ერთად. მეოთხე მსაჯი ცოტნე სამსონაშვილი იყო. ერთმანეთს კი, ყაზახური „იელიმაი" და სომხური „ალაშკერტი" დაუპირისპირდნენ. შეხვედრის ძირითადი დრო 1-1 და დამატებითი დროც იდენტური ანგარიშით 1-1 დასრულდა, შესაბამისად შეხვედრა ფრედ 2-2. გამომდინარე იქიდან, რომ ამ გუნდების პირველი შეხვედრაც ერევანში ფრედ, 1-1 იყო დასრულებული, გამარჯვებულის გამოსავლენად საჭირო 11-მეტრიანები გახდა. აქ კი, უფრო ზუსტები, მაშინ, როცა საქმე გაფუჭებულ დარტყმებამდე მივიდა, სომხური კლუბი აღმოჩნდა, 5-6 გაიმარჯვა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
გათამაშების მომდევნო ეტაპზე გავიდა, ლაშა ოდიშარიას რიგის რფს, რომელმაც დღეს, საშინაო შეხვედრაშიც გაიმარჯვა ამჯერად 2-1 და ორი შეხვედრის ჯამში 4-1 დაამარცხა ჩრდილო ირლანდიური გლენტორანი. დღევანდელ შეხვედრაში ანგარიში მასპინძლებმა მე-5 წუთზე გახსნეს, ლაშა ოდიშარიას გადაცემით, მოდუ საიდუმ გაიტანა. 61-ე წუთზე რიგელებმა მეორედ გაიტანეს, 62-ე წუთზე კი, ქართველი შეცვალეს. მომდევნო ეტაპზე, რიგის რფს ისლანდიურ „ვესტრის" დაუპირისპირდება. პირველ შეხვედრას ოდიშარის გუნდი 23 ივლისს რიგაში, 30-ში კი გასვლაზე ითამაშებს.
რადგან ლეგიონზე ვლაპარაკობთ, აქვე გეტყვით, რომ დავით ვოლკოვისა და გიორგი პაპუნაშვილის აზერბაიჯანული „ზირა", მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ესტონურ „პაიდეს" შეხვდება. ქართველების გუნდი, პირველ შეხვედრას 23 ივლისს გასვლაზე, საპასუხოს კი 30-ში აზერბაიჯანში, სავარაუდოდ კვლავ სუნგაიტში გამართავს.
23 ივლისიდან ახალ გუნდთან ერთად უეფა-ს კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყებს ასპარეზობას საბა ხარებაშვილი. მისი სტამბოლური „ბაშაქშეჰირი" ფინურ „ინტერ-ტურკუს" შეხვდება. პირველი თამაში სტამბოლში გაიმართება.
ლაშა დვალის ბულგარული „ცსკა-1948 სოფია", გიორგი მოისწრაფიშვილისა და ლუკა ხორხელის სლოვაკურ „ტრნავას" დაუპირისპირდება. თამაშები 22 და 28 ივლისს გაიმართება.
ხორვატული „რიეკას" განაცხადშია თორნიკე მორჩილაძე, რომელსაც 23 და 30 ივლისს, ჩრდ. ირლანდიურ „დერი სიტისთან" მოუწევს თამაში.
უეფა-ს კონფერენს ლიგაზე გააგრძელებს ასპარეზობას ალექსანდრე ნარიმანიძის სლოვაკური „ჟილინა", რომელმაც დღეს, ჩვენთვის, ქართველი ქომაგისთვის კარგად ნაცნობ სტადიონზე, ჟილინაში კი მოახერხა, უეფა-ს ევროპა ლიგის მატჩის მოგება 2-1, თუმცა, ორი შეხვედრის ჯამში, ანგარიში 2-3 დაფიქსირდა, ამ სხვაობით კი, ქართველის გუნდმა კონფერენს ლიგაზე გადმოინაცვლა, სადაც მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე 23 და 30 ივლისს პოლონურ „გკს კატოვიცეს" დაუპირისპირდება. რაც შეეხება ევროპა ლიგის დღევანდელ შეხვედრას, ხორვატულ „ჰაიდუკთან", ქართველმა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და სრული მატჩი ჩაატარა.





ჩვენ








