ქუთაისის „ტორპედო“ ევროტურნირებს დაემშვიდობა
ქუთაისის „ტორპედო“ ევროტურნირებს დაემშვიდობა
16.07.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ადგილობრივი „ტორპედო" კიდევ ერთხელ დამარცხდა აზერბაიჯანულ „ზირასთან" და კვლავ, იმავე ანგარიშით, როგორც ერთი კვირის წინ, 0-3. ორი შეხვედრის ჯამში კი, ქართული კლუბი 0-6 დამარცხდა და უეფა-ს კონფერენს ლიგის 2026-2027 წლების სეზონის გათამაშებას პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოეთიშა.


განსხვავებით, პირველი თამაშისგან აზერბაიჯანელებმა ანგარიში 25-ე წუთზე გახსნეს ერენ აიდინის გოლით, რომელმაც 70-ე წუთზე დუბლი შეასრულა. 39-ე წუთზე კი, ამინ სეიდიევის გოლით, რეალურად, „ზირამ", ორი მატჩის ჯამში ის შედეგი დააფიქსირა 0-5, რომლის შეცვლაც, რეალურად ქართულ კლუბს გაუჭირდებოდა.


აღსანიშნავია, რომ სტუმარი გუნდის ქართველებიდან, სასტარტო შემადგენლობაში თამაში დავით ვოლკოვმა დაიწყო. გიორგი პაპუნაშვილი კი, მოედანზე მაშინ შევიდა, როცა ანგარიში უკვე 0-3 იყო.


აღსანიშნავია, რომ წინა შეხვედრასთან შედარებით, დღეს ქუთაისელები, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, უფრო ნირწამხდარები იყვნენ. ამას ემატებოდა, სტადიონზე მოსული ქომაგების გამუდმებული სკანდირება, ქუთათურთა გუნდის მთავარი მწვრთნელის გადადგომის მოთხოვნით.


ამ ეტაპზე უცნობია, თუ როგორ განვითარდება მოვლენები იმერეთის მთავარი კლუბის გარშემო, ვგულისხმობთ, რამდენად დააკმაყოფილებს კლუბის ხელმძღვანელობა გულშემატკივრის მოთხოვნას. თუმცა, მანამდე, დასანანია, რომ ქართული კლუბი ევროტურნირებს უგოლოდ და ორი წაგებული თამაშით დაემშვიდობა.