ანრი მექვაბიშვილის „უნივერსიტატია“ ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ეტაპზეა
ანრი მექვაბიშვილის „უნივერსიტატია“ ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ეტაპზეა
15.07.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრის ანრი მექვაბიშვილის რუმინულმა „უნივერსიტატიამ", საპასუხო შეხვედრაშიც მოახერხა ბელარისის „ვიტებსკის" დამარცხება, ამჯერად 1-0 და ორი შეხვედრის ჯამში მეტოქე 5-1 დაჯაბნა.


გამომდინარე იქიდან, რომ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო შეხვედრაში კრაიოველებმა გასვლაზე 1-4 იმარჯვეს, საპასუხო შეხვედრაში, „უნივერსიტატიას" მთავარმა მწვრთნელმა, ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე მოთამაშეს და მათ შორის ქართველს დასვენების საშუალება მისცა. შესაბამისად, „მექვაბა" მოედანზე 87-ე წუთზე გამოჩნდა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი, ქართველს, რომელმაც მოედანზე გამოჩენის მომენტიდან რუმინელთა შეტევები გაამწვავა, საგოლე გადაცემაც გააკეთა და მიმდინარე გათამაშებაში პირველი საგოლე გადაცემა ჩაიწერა. იმედია, მას გოლებიც მოჰყვება.


მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, კრაიოვას „უნივერსიტატია" ბულგარულ „ლევსკის" შეხვდება. ქართველის გუნდი პირველ შეხვედრას 21 ივლისს, გასვლაზე, სოფიაში გამართავს. საპასუხო მატჩი და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის ამ წყვილის გამარჯვებული კი, კვლავ კრაიოვაში გაირკვევა. ამჯერად 28 ივლისს.