
დღეს ბუდაპეშტში უნგრეთის სარეიტინგო ტურნირი დაიწყო ჭიდაობაში, სადაც პირველები მედლებისთვის და შესაბამისად სარეიტინგო ქულებისთვის ბრძოლაში თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩაერთვნენ. ასპარეზობის პირველ დღეს მედლების 6 კომპლექტი გადათამაშდა და მათთვის დილიდან ბრძოლა 9 ქართველმა ფალავანმა დაიწყო. გეტყვით იმასაც, რომ რამდენიმე წონა გაორებული გვგქონდა.
ჩვენი გუნდის სამმა წარმომადგენელმა რობერტ დინგაშვილიმა (57 კგ), აკაკი ქემერტელიძემ (70 კგ) და ლადო გამყრელიძემ (86 კგ) აღნიშნული ტურნირის ფინალში გასვლა უკვე მოახერხეს. თუმცა, ამ სამეულიდან ოქროს მედალი მხოლოდ, ლადო გამყრელიძემ მოიგო, რომელმაც ფინალურ დაპირისპირებაში საფრანგეთს სახელით მოასპარეზე რახიმ მაგამადოვი დაამარცხა.
ამავე წონაში, ბრინჯაოს მედალი მოიგო თორნიკე სამხარაძემ, რომელმაც ბრინჯაოს ფინალში უზბეკი აბილაიხან უზემბაევი 12-2 დაამარცხა და ქართულ გუნდს, კიდევ ერთი, ამჯერად, ბრინჯაოს მედალი შემატა.
დინგაშვილი ინდოელ არმან ამანთან 13-3, ქემერტელიძე კი, ამერიკელ რიჯ ტომას ლოვტსთან 6-0 დამარცხდა. შესაბამისად, ორივე ქართველმა ვერცხლის მედალი მოპოვა.
სამწუხაროდ, ბრინჯაოსთვის ბრძოლაში გიორგი ღონიაშვილი (61 კგ) ყაზახ ადილეტ ალმუხამედოვთან 6-5 დამარცხდა და მედლის გარეშე დარჩა. ნიკა ზაქაშვილი (65 კგ) კი, რეპეშჟში წააგო და მედლებისთვის ბრძოლას გამოეთიშა. ისევე, როგორც ნიკა ბოჭორიშვილი (57 კგ).
შეგახსენებთ, რომ ხვალიდან ჩვენი გუნდის კიდევ 5 წარმომადგენელი შეეცდება მედლების მოგებას:
79კგ - ტარიელ გაფრინდაშვილი, ლუკა ჩხიტუნიძე
92კგ - მირიან მაისურაძე, ზაურ ბერაძე
97კგ - სანდრო მარგიშვილი





ჩვენ








