
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები, როგორც ჩვენი გვერდი იუწყებოდა, მსოფლიო თასის ფინალური ტურნირის წინა, ბოლო მოსამზადებელ ეტაპს ჩინეთში გადის. მზადების ფარგლებში ჩვენმა ნაკრებმა საწვრთვნელი სპარინგი გამართა ადგილობრივ ნაკრებთან და 14-16 დაამარცხა.
ქართველთა გუნდიდან დღეს გოლები გაიტანეს: ნიკა შუშიაშვილი (3), ვატო დადვანი (2), სანდრო ადეიშვილი (2), გიორგი მესხი (2), დრაგოლუბ როგაჩი (2), ანდრია ბითაძე (1), საბა ტყეშელაშვილი (1), ხვიჩა ჯახაია (1), გიორგი მაგრაქველიძე (1), საბა მაჭავარიანი (1)
ხვალ, 16 ივლისს, ჩვენი ნაკრები სიდნეიში გადაფრინდება, სადაც ესპანეთისა და ხორვატიის ნაკრებებთან ერთად, რომლებიც ასევე მონაწილეობენ მსოფლიო თასის ფინალურ ტურნირზე, ერთობლივ წვრთნას გაივლის.
23 ივლისს კი, სტარტს აიღებს მსოფლიო თასის სუპერფინალი, რომელშიც ჩვენი გუნდი იტალიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.





ჩვენ








