
დღეიდან ბუდაპეშტში სტარტი აიღო უნგრეთის სარეიტინგო ტურნირმა თავისუფალ სტილით ჭიდაობაში, რომელშიც მონაწილეობას 14 ქართველი ფალავანი მიიღებს. ჩვენები მედლების მოგებას 9 წონით კატეგორიაში შეეცდებიან, საიდანაც ხუთი წონა გაორებული გვაქვს.
თავიდანვე ვთქვათ, რომ ჩვენი გუნდის სამმა წარმომადგენელმა რობერტ დინგაშვილიმა (57 კგ), აკაკი ქემერტელიძემ (70 კგ) და ლადო გამყრელიძემ (86 კგ) აღნიშნული ტურნირის ფინალში გასვლა უკვე მოახერხეს. ბოლო ინფორმაციით დინგაშვილი ინდოელ არმან ამანს, ქემერტელიძე ამერიკელ რიჯ ტომას ლოვტს, ხოლო გამყრელიძე საფრანგეთს სახელით მოასპარეზე რახიმ მაგამადოვს დაეჭიდებიან. ფინალური ბლოკო 20:00 საათიდან დაიწყება.
აქვე გეტყვით, რომ ბრინჯაოს მედლებისათვის გიორგი ღონიაშვილი (61 კგ) და თორნიკე სამხარაძე (86 კგ), დამამშვიდებელ წრეში კი ნიკა ბოჭორიშვილი (57 კგ) და ნიკა ზაქაშვილი (65 კგ) იჭიდავებენ.
რეალურად დღეს, მედლებისთვის ბრძოლა ჩვენი გუნდი 9 წარმომადგენელმა დაიწყო:
57კგ - რობერტ დინგაშვილი, ნიკოლოზ ბოჭორიშვილი
61კგ - გიორგი ღონიაშვილი, რამაზ თურმანიძე
65კგ - ნიკა ზაქაშვილი
70კგ - აკაკი ქემერტელიძე
74კგ - გიორგი ელბაქიძე
86კგ - ვლადიმერ გამყრელიძე, თორნიკე სამხარაძე
ხვალვე, საქმეში დარჩენილ ოთხ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ფალავნები ჩაერთვებიან. მედლებისთვის ბრძოლას 79-92-97-125კგ წონით კატეგორიებში დაიწყებენ, სადაც ქართული გუნდიდან ხალიჩაზე შემდეგ ფალავნებს ვიხილავთ:
79კგ - ტარიელ გაფრინდაშვილი, ლუკა ჩხიტუნიძე
92კგ - მირიან მაისურაძე, ზაურ ბერაძე
97კგ - სანდრო მარგიშვილი





ჩვენ








