ანრი მექვაბიშვილმა სეზონი ტიტულით გახსნა
ანრი მექვაბიშვილმა სეზონი ტიტულით გახსნა
13.07.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ვიდრე, რუმინეთში სუპერლიგის 2026-2027 წლების სეზონი აიღებს სტარტს და ვიდრე, ანრი მექვაბიშვილის კრაიოვას „უნივერსიტატია" უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრას გამართავს 15 ივლისს, საშინაო კედლებში, ქართველის გუნდმა რუმინეთის სუპერ თასი მოიგო.


12 ივლისს, მექვაბიშვილის „უნივერსიტატია" კლუჟს დაუპირისპირდა და პენალტების სერიაში მოუგო. ანგარიში მე-40 წუთზე კრაიოველებმა ანრი მექვაბიშვილის გადაცემით გახსნეს. თუმცა, მეორე ტაიმში, 53-ე წუთზე, ალიბეკ ალიევმა გათანაბრება მოახერხა.


გამარჯვებულის გამოსავლენად, 11-მეტრიანები დაინიშნა. „საფეხბურთო ლატარეაში" კი, უფრო ზუსტები კრაიოველები აღმოჩნდნენ, რომლებმაც სერიაში 5-3 გაიმარჯვეს. აღსანიშნავია, რომ გადამწყვეტი და გამარჯვების მომტანი პენალტი ქართველმა შეასრულა.  


და ბოლოს, შეგახსენებთ, რომ ანრი მექვაბიშვილის კრაიოვას „უნივერსიტატია", რომელმაც უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი რაუნდი გასვლაზე 1-4 მოუგო ბელარუსის „ვიტებსკს", საპასუხო შეხვედრას 15 ივლისს, იონ ობლემენკოს სტადიონზე ითამაშებენ.