ერთი ოქრო და ორი ბრინჯაო თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს, ერთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო კლასიკებს და კარგი გამოცდილება გოგონებს
ერთი ოქრო და ორი ბრინჯაო თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს, ერთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო კლასიკებს და კარგი გამოცდილება გოგონებს
12.07.2026
ავტორი: TSFF.Ge

დღეს სკოპიეში დასრულა ევროპის 2025 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატი ჭიდაობაში, რომელშიც საქართველო ყველა დისციპლინაში საკმაოდ სოლიდური შემადგენლობით იყო წარმოდგენილი.


თუმცა, დავიწყოთ, თავისუფალს სტილში მოგებული ოქროს მედლით, რომელიც კონსტანტინე პეტრიაშვილმა მოიგო. 97კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა ფალავანმა, რომელმაც 1/2 ფინალში რუსი შამილ ტამბიევი 8-3 დაამარცხა, მანამდე 1/4 ფინალში სძლია უკრაინელ როსტისლავ კურლიაკს, საკვალიფიკაციოში, კი, საიდანაც  ქართველმა დაიწყო ასპარეზობა, ბელარუსი ალიაქსეი ხადუნოვი 10-0 დაამარცხა. ამ გზიდან გამომდინარე, ყველა დარწმუნებულნი ვიყავით, რომ პეტრიაშვილი, სკოპიეში მიმდინარე  ჩემპიონატზე ოქროს მედალს ხელიდან არ გაუშვებდა და ასეც მოხდა. ფინალში, 18 წლის ქართველმა საფრანგეთის სახელით მოასპარეზე აშაბ დადევთან სუფთა გამარჯვება მოიპოვა და ევროპის ჩემპიონი გახდა!


ბარემ თავისუფალი სტილით მოჭიდავეებზე აქვე ვთქვათ, რომ ჩვენმა წარმომადგენლებმა კიდევ ორ წონაში მოახერხეს ბრინჯაოს მედლის მოგება. 92 კგ წონით კატეგორიაში სანდრო ყურაშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში, მეზობელი აზერბაიჯანელი სპორტსმენი დაამარცხა 12-1. 125 კგ წონაში კი, ალექსანდრე აბრამიშვილმა, ბრინჯაოსთვის დაპირისპირებაში სუფთა გამარჯვება (10-0) მოიპოვა რუმინელთან ფალავანთან.


აღსანიშნავია, რომ კიდევ სამ წონაში ჩვენი გუნდის წარმომადგენლები ახლოს იყვნენ მედლებთან: 57კგ-ში გიორგი წურიაშვილი ბრინჯაოსთვის ბრძოლაში 5-1დამარცხდა სომეხ საშა პეტროსიანთან. 70 კგ-ში მოლდოველ სპორტსმენთან ბრინჯაო წააგო ზურაბ აბალაკმაც 7-4. აი, 65 კგ წონაში, რეპეშაჟიდან გამოთიშა ასპარეზობას თენგიზ ბარბაქაძე, რომელმაც უნგრელ ლასლოსთან 8-6 დათმო.


ევროპის 20-წლამდეთ ჩემპიონატზე კი, პირველი მედლები ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის გათამაშდა, სადაც საქართველოს წარმომადგენლებმა ორი, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიგეს.


97 კგ-ში ვერცხლის მედალი ერგო არმენ მკრტიჩიანს, რომელმაც ფინალი უკრაინელთან იეჰორ იაკუშენკოსთან 5-1 წააგო.  მანამდე ჩვენი გუნდის წევრმა პოლონელ, რუმინელ და ფინელ ფალავნებს საკმაოდ მარტივად მოუგო.


60 კგ კახაბერ გოგნიაშვილმა იტალიელი გაბრიელე პუჩერი დაამარცხა 3-1 და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. 82 კგ-ში რეპეშაჟში იბრძოლა ლუკა ფიფიამ, თუმცა  სომეხ ჰოვანესიანთან დამარცხდა და ბრინჯაოსთვის ვეღარ იჭიდავა.


სამი წარმომადგენლით წარსდგა სკოპიეში გამართულ ევროპის 20-წლამდეთა ჩემპიონატზე საქართველოს ქალათა ნაკრები. ანი ჩაჩანიძე (65 კგ) ასპარეზობას საწყის ეტაპზევე გამოეთიშა. 1/8 ფინალში იასპარეზა ნინო წივწივაძემ (57 კგ), რომელიც სლოვაკთან მეტოქესთან ერთი ქულით 4-3 დამარცხდა და მედლებისთვის ბრძოლას გამოეთიშა. ჩვენი გოგონებიდან, მიზანთან ყველაზე ახლოს 62კგ-ში მოასპარეზე მირანდა კაპანაძემ აღმოჩნდა, რომელმაც  1/4 ფინალში იასპარეზა და დამარცხდა უნგრელ მეტოქესთან, თუმცა მანამდე, ორი შეხვედრის დამაჯერებლად მოგება მოახერხა.


ფოტო: (c) UWW