ქართველმა მოცურავეებმა გერმანიაში ევროპის ახალგაზრდულ ჩემიონატზე ასპარეზობა დაასრულეს
ქართველმა მოცურავეებმა გერმანიაში ევროპის ახალგაზრდულ ჩემიონატზე ასპარეზობა დაასრულეს
12.07.2026
ავტორი: TSFF.Ge

7-12 ივლისს, გერმანიაში, მიუნხენში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი გაიმართა ცურვაში, სადაც მიუხედავად იმისა, რომ ჩვენმა წარმომადგენლებმა (ანა ნიჟარაძე, ანნა ივანოვა, მიხეილ სერედინსკი, ანდრეა ფოლადაშვილი) საპრიზო ადგილებზე გასვლა ვერ მოახერხეს, ქართული სპორტისთვის მაინც შეძლეს რამდენიმე საინტერესო „ჩანაწერი" გაეკეთებინათ.


ანა ნიჟარაძე გახდა პირველი ქართველი მოცურავე, რომელმაც ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე სამ სხვადასხვა დისტანციაზე ფინალურ და ნახევარფინალურ ეტაპებზე იასპარეზა. ანა, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი გოგონა გახდა, რომელმაც ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალში იასპარეზა. 100 მეტრზე ბატერფლაის ფინალურ გაცურვაში ანამ დისტანცია 59.72 წამში დაფარა და უძლიერეს კონკურენტებთან ბრძოლაში საპატიო მე-6 ადგილი დაიკავა. ნიჟარაძემ წარმატებით იასპარეზა 100 მეტრზე გულაღმა ცურვის ნახევარფინალშიც, სადაც 1:02.35 შედეგით საქართველოს ახალი რეკორდი დაამყარა. ასევე  1/2 ფინალში გავიდა 50 მეტრზე ბატერფლაიში, სადაც დისტანცია 27.31 წამში დაფარა.


საქართველოს ცურვის ახალგაზრდული ნაკრების ლიდერმა ბიჭებში, ანდრეა ფოლადაშვილმა  50 მ-ზე თავისუფალი ყაიდა 1/2 ფინალში 0:22.53 წამში დაფარა დისტანცია და საქართველოს ახალი რეკორდი დაამყარა!


ანდრეამ გააუმჯობესა საკვალიფიკაციო გაცურვაში ნაჩვენები შედეგი (0:22.77) და მისთვის სარეკორდო 799 ქულაც მოიპოვა. ფინალში გასასვლელად ანდრეას მხოლოდ 0.10 წამი დააკლდა და უძლიერეს კონკურენტებს შორის საპატიო მე-9 ადგილი დაიკავა.


საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ლიდერი ქალთა შორის, ანა ნიჟარაძე აქტიურად განაგრძობს მზადებას უკვე სენიორთა შორის ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის მისაღება, რომელსაც 10-17 აგვისტოს პარიზი უმასპინძლებს.