
ქართველი პარატაეკვანდოისტი ანა ჯაფარიძე, სამხრეთ კორეის „ღია ჩელენჯის" ვიცე-ჩემპიონია. ტურნირში, რომელშიც 36 ქვეყნის 165 წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა, უმაღლესი კატეგორიის ორდღიანი ტურნირი იყო. აღნიშნულმა „ღია ჩელენჯმა" თავი მოუყარა ტოკიოს 2020 და პარიზის 2024 წლების პარალიმპიური თამაშების 21 მედალოსანს, რაც ტურნირის პრესტიჟულობაზე კიდევ უფრო ამახვილებს ყურადღებას.
ამრიგად, სასიამოვნოა, რომ „ღია ჩელენჯის" ეგიდით გათამაშებულ საპრიზო ადგილებსა და მედალოსანთა შორის ჩვენი, ანა ჯაფარიძეა. ქართველმა პარატაეკვანდოისტმა ქალმა K44 -52kg კლასში პირველ და მეორე წრეში იაპონელი და რუსი მეტოქეები დაამარცხა. თუმცა, ფინალში პარიზის პარალიმპიური თამაშების ოქროს მედალოსანთან, მონღოლ სურენიავ ულამბაიართან დამარცხდა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
აქვე გეტყვით, რომ პარატაეკვანდოს შეჯიბრებზე რუსი სპორტსმენებს უკვე ოფიციალურად, საკუთარი ქვეყნის დროშის ქვეშ ასპარეზობის უფლება მისცეს. თუმცა, ისევე, როგორც მთელ რიგ სხვა სახეობებში.
![]() |
![]() |
ფოტო: © World Taekwondo





ჩვენ










