
საქართველოს 16 წლამდე გოგონათა ნაკრებმა გიოტებორგში ევროპის პირველობაზე ასპარეზობა მე-17 ადგილით დაასრულა. ჩვენმა გუნდმა ტურნირის ბოლო შეხვედრაში ფინელი თანატოლები 23-19 (12-8) დაამარცხა.
გამოსვლა გამარჯვებით დაასრულა. ჩვენმა გოგოებმა მე-17-მე-18 ადგილებისთვის შეხვედრაში ფინეთის გუნდი დამაჯერებლად დაამარცხეს. საქართველოს ნაკრებმა ევროპის პირველობის დასკვნით დღეს, ფინეთთან მატჩში, ანგარიში გახსნა და მალევე სამბურთიანი უპირატესობა მოიპოვა. ჩვენმა გუნდმა კომფორტული სხვაობით მეტოქე მდევრის როლში ამყოფა და ტაიმი ოთხბურთიანი უპირატესობით მოიგო. მეორე ტაიმის შუაწელში კი, უკვე 7-ბურთიანი უპირატესობაც გვქონდა.
ფინელებთან გიორგი გვაზავას გაწვრთნილი გუნდი შემდეგი შემადგენლობით ასპარეზობდა: სესილი სანიკიძე, თამარ ბერუაშვილი, ანასტასია კუჭაშვილი; ნინო მუშკუდიანი (9), მარიამ ქათამაძე (6), მარიამ დანელია (3), ლიზი კვესელავა (2), ნინო ქებურია (1), თეკლა ჩუბინიძე (1), მართა ბარნაბიშვილი (1), ანასტასია ლაგვილავა, ნინო ნაგერვაძე, ბარბარე გამგებელი, სესილი სალუქვაძე, ნინო დვალიშვილი, ანასტასია ესართია.
ალბათ, რომ არა ფარერის კუნძულებთან დასანანი მარცხი, იყო შანსი, საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრები ათეულშიც მოხვედრილიყო. თუმცა, საქართველოს ხელბურთის ფედერაციაში იმედოვნებენ, რომ საერთაშორისო გამოცდილება „მომავლის გუნდს" უცილებლად წაადგება. მანამდე კი, სასიამოვნოა, რომ ტურნირის ბომბარდირთა დავაში საქართველოს ნაკრების წარმომადგენლი, ნინო მუშკუდიანი მოხვდა. ქართველმა ხელბურთელმა გოგონამ გიოტებორგში დასრულებულ ტურნირზე 40 გოლი გაიტანა და ევროპის პირველობის საუკეთესო ხუთეულში მოხვდა. მუშკუდიანს ყველაზე უხვგოლიანი მატჩი ფინეთთან ჰქონდა, სადაც 9 ბურთი გაიტანა. მის პირად სტატისტიკაში მეორე საუკეთესო მაჩვენებელი ფარერებთან გატანილი 8 გოლია.
26 გოლით საქართველოს ნაკრებიდან მეორე საუკეთესო შედეგი მარიამ ქათამაძეს აქვს, ხოლო 20 ბურთით მესამეზე მარიამ დანელიაა. საქართველოს ნაკრებიდან გოლები ასევე გაიტანეს: ანასტასია ესართიამ (8), ლიზი კვესელავამ (8), სესილი სალუქვაძემ (6), ბარბარე გამგებელმა (5), მართა ბარნაბიშვილმა (5), ნინო ქებურიამ (3) და თეკლა ჩუბინიძემ (1). მთლიანობაში ჩვენმა გოგონებმა 82-ჯერ აიღეს მეტოქის კარი.
რაც შეეხება ტურნირის გამარჯვებულს, ისტორიაში პირველად ტიტული გერმანიის 16-წლამდე გოგონათა ნაკრებმა მოიგო, რომელმაც ფინალში უნგრეთი 29-17 დაამარცხა. მესამე ადგილისთვის მატჩში ხორვატიამ მოქმედ ჩემპიონ შვეიცარიას დაძაბულ შეხვედრაში ერთბურთიანი სხვაობით, 24-23 მოუგო.
და კიდევ ერთხელ იცნობდეთ საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრებს: სესილი სანიკიძე, თამარ ბერუაშვილი, ანასტასია კუჭაშვილი; ნინო მუშკუდიანი, მარიამ ქათამაძე, მარიამ დანელია, ლიზი კვესელავა, ნინო ქებურია, თეკლა ჩუბინიძე, მართა ბარნაბიშვილი, ანასტასია ლაგვილავა, ნინო ნაგერვაძე, ბარბარე გამგებელი, სესილი სალუქვაძე, ნინო დვალიშვილი, ანასტასია ესართია (C).





ჩვენ








