ამ გუნდთან ერთად ბევრი ტიტულის მოგება მინდა
ამ გუნდთან ერთად ბევრი ტიტულის მოგება მინდა
10.07.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

27 ივლისიდან „კვარას" არდადეგები ოფიციალურად დასრულდება. სავარაუდოდ, ამ პერიოდიდან დაწყებული გუნდი ნელ-ნელა მზადებას შეუდგება და აგვისტოში ახალი სეზონის პირველი ტროფეის მოგებასაც შეეცდება. შეგახსენებთ, რომ 12 აგვისტოს, უეფა-ს სუპერთასის 2026 წლის გამარჯვებული ავსტრიულ ზალცბურგში გამოვლინდება. ქართველი ფეხბურთელის პარიზული გუნდი ტიტულის შესანარჩუნებლად, „ასტონ ვილას" დაუპირისპირდება. შეხვედრას კი, ის სომალელი მსაჯი, ომარ აბდუქარიდ არტანი განსჯის, რომელიც ფიფა-ს ეგიდით გამართულ ტურნირზე სამსაჯოდ ჩავიდა, თუმცა, შტატებში აშშ-ს საზღვრიდან უკან გააბრუნეს.


მანამდე კი, პსჟ-ს სოციალური ქსელი, ქართველ ფეხბურთელთა ჩაწერილ ჩანახატს ავრცელებს ხვიჩა კვარაცხელიას მცირე კომენტარით.


„ვფიქრობ, გოლის გატანა საუკეთესო გრძნობაა. ყოველთვის, როდესაც მოედანზე გავდივარ, მინდა ეს გრძნობა გამოვცადო.


როდესაც, PSG-ის წევრი ხარ, ყოველთვის გაქვს ამბიცია და ყოველ თამაშზე უნდა ანახო, რომ ამ მაისურის ტარებას იმსახურებ, PSG-ის ლოგოს შენს გულთან.


როდესაც იცი, რომ უნდა ითამაშო ჩემპიონთა ლიგა, შენ უბრალოდ, უნდა მოამზადო თავი, რადგან იქნება დიდი თამაში შენთვის!


როდესაც დასრულდება თამაში, დარწმუნებულ უნდა ვიყო, რომ ჩემი შესაძლებლობების 100 %-ით დავიხარჯე გუნდისთვის.


როდესაც მათ გვერდით ხარ, უბრალოდ ბედნიერი ადამიანი ხარ, რადგან ისინი ყოველთვის იღიმიან, მათგან ყოველთვის პოზიტიური ვაიბი მოდის.


ამ გუნდთან ერთად, უბრალოდ რაც შეიძლება ბევრი ტიტულისა და თამაშის მოგება მინდა!" - ამბობს ხვიჩა კვარაცხელია.




სტატიაში გამოყენებულია  © Paris Saint-Germain-ის ვიდეო მასალა