
42 წლის ასაკში გამოცდილი ქართველი მსაჯი, ზაზა ფიფი დაიღუპა. ფიფას კატეგორიის მსაჯთა კორპუსის წარმომადგენელმა, მსაჯის ასისტენტმა, საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლო მისია 26 წლის წინ დაიწყო. ამ პერიოდში მას 500-ზე მეტი მატჩი აქვს განსჯილი, რომელთა შორის საქართველოს თასის სამი და საქართველოს სუპერთასის ოთხი ფინალია.
სფფ-ის პირველი კატეგორიისა და FIFA-ს კატეგორიის მსაჯის ასისტენტი 2009 წლიდან საეთაშორისო თამაშებსაც ემსახურებოდა და საერთო ჯამში 100-ზე მეტი შეხვედრა აქვს განსჯილი. ზაზა ფიფია იყო ქართველ მსაჯთა იმ გუნდის წევრი, რომელმაც 2024 წელს ისტორიაში პირველად იმსაჯა ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპის მატჩი. ეს კი, ქართველ მსაჯთა კორპუსისთვის მაგალითი და სტიმულის მიმცემი იყო.
საერთაშორისო სამსაჯო სარბიელზე გასვლის შემდეგ ზაზა, 15 წლის მანძილზე უეფა-ს ეგიდით ჩატარებული შეხვედრებიდან აღსანიშნავია 2021 წელი, როდესაც ზაზა ევროპის 21-წლამდეთა ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის ფინალის განსჯა ერგო.
ზაზა ფიფიას დარჩა სამი შვილი.
TSFF.Ge ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქართველი მსაჯის, ზაზა ფიფიას გარდაცვალების გამო, უსამძიმრებს მის ოჯახს, ქართულ და საერთაშორისო მსაჯთა კორპუსს და ქართულ სპორტულ საზოგადოებას.





ჩვენ








