ალექსანდრე წივწივაძე მსოფლიო თასის ვიცე-ჩემპიონია!
10.07.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, მონრეალში მომდინარე მსოფლიო თასზე, ICF-ის კანოე-სპრინტსა და პარაკანოეში, ალექსანდრე წივწივაძეს  200 მეტრიან დისტანციაზე C1 კატეგორიაში ფინალური გაცურვისას 41.09 (+0.40) წუთი დასჭირდა რომ საპრიზო სამეულში მოხვედრილიყო.


ქართველმა სპორტსმენმა ბრაზილიელ გაბრიელ გაბრიელ ნასკიმენტო, +0.40 დააკლო და შესაბამისად, ოქრომდეც ამდენი დააკლდა. მესამე ადგილი ჩინელმა სპორტსმენმა მოიგო.


იხილეთ ფინალის საბოლოო შედეგები.


შეგახსენებთ, რომ კანადაში საქართველოს კიდევ ერთი სპორტსმენი ბადრი ყაველაშვილიც ასპარეზობა. K1 (200 მ) კლასში ქართველმა 1/2 ფინალში იასპარეზა, თუმცა, მეტი შორს გასვლა ვერ მოახერხა.