ალექსანდრე წივწივაძე მსოფლიო თასის ფინალშია
ალექსანდრე წივწივაძე მსოფლიო თასის ფინალშია
10.07.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ახალგაზრდული ჩემპიონატის შემდეგ, კანადაში ICF-ის მსოფლიო თასის გათამაშება მიმდინარეობს უფროსებს შორის, რომელშიც წინა ტურნირის მსგავსად, წარმატებით ასპარეზობს საქართველოს ნაკრების წარმომადგენელი ალექსანდრე წივწივაძე C1 (200 მ). მონრეალში მიმდინარე კანოე-სპრინტისა და პარაკანოეს მორიგ პრესტიჟულ ტურნირზე ქართული გუნდიდან K1 (200 მ) კლასში ძალები სცადა ბადრი ყაველაშვილმაც.


23-წლამდეთა შორის წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, ალექსანდრე წივწივაძე უფროსებს შორის ასპარეზობს. C1 (200 მ) საკვალიფიკაციო გაცურვაში 40.99 (+0.56) დააფიქსირა, მესამე ადგილი დაიკავა და 1/2 ფინალში გადავიდა. აქ, ჩვენებურმა 41.12 წამში დაფარა დისტანცია და პირველი ადგილით, ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ფინალური გაცურვა კი, ხვალ, 10 ივლისს, 22:41 საათზე გაიმართება.   


K1 (200 მ) კლასში იასპარეზა ბადრი ყაველაშვილმა, რომელმაც საკვალიფიკაციო გაცურვაში 37.48 (+1.95) წამი დააფიქსირა და მე-7 ადგილით, 1/2 ფინალში გადასვლაც მოახერხა. აქ, ქართველმა კაიაკერმა 36.74 (+0.92) წამი აჩვენა და კვლავ მე-7 ადგილით დაასრულა გაცურვა, თუმცა, ამჯერად, ეს შედეგი არ აღმოჩნდა საკმარისი, ფინალში გადასასვლელად.


ყველა შედეგი იხილეთ ბმულზე.