„დინამო თბილისი“ ორრაუნდიან დუელში გასვლაზე დაწინაურდა
„დინამო თბილისი“ ორრაუნდიან დუელში გასვლაზე დაწინაურდა
09.07.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

უეფა-ს ევროპის კონფერეს ლიგის 2026-2027 წლების სეზონი გამარჯვებით გახსნა „დინამო თბილისმაც". საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდი, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდულია ევროტურნირებზე მოასპარეზე მინიმუმ, ქართულ კლუბებს შორის. თემურ ქეცბაიას გუნდში დღეს, შეხვედრაში, რომელიც ლუქსემბურგში, Stade John Grun-ზე ოთხმა - კობა კაკაშვილმა (18), დანიელ ქვარცხავა (19), თორნიკე კვარაცხელიამ (16) და რეზი დანელიამ (18) მიიღეს მონაწილეობა.


მონდორფ-ლეს-ბენიში „მონდორფისა" და „დინამო თბილისის" შეხვედრაში, ანგარიში მე-2 წუთზე გაიხსნა. პირველივე კუთხურს, რომელიც ნიკა ნინუამ ჩამოაწოდა გოლი ალგასიმ ბაჰიმ გახსნა და სტუმრები დააწინაურა. მე-19 წუთზე საპირისპირო ფლანგიდან, ნიკა ნინუას ჩაწოდებულ მორიგ კუთხურს, მორიგი გოლი მოჰყვა - ამჯერად, გუნდის ვეტერანმა, მათე ვაწაძემ გაიტანა. როგორც ჩანს, ქეცბაიას გუნდში, სტანდარტულებზე, უფრო ზუსტად კუთხურებზე კარგად აქვთ ნამუშევარი. თუმცა, სხვა კომპონენტებში, გუნდს კიდევ ბევრი აქვს სამუშაოდ. მიუხედავად იმისა, რომ, რიგ მომენტებში თბილისელები ჯობნიდნენ მეტოქეს და ძირითადად, ბურთის გაკონტროლება მოახერხეს, რამდენიმე მომენტში განსაკუთრებით, მეორე ტაიმის ბოლო 25-წუთეულში რამდენჯერმე გადავრჩით. თუმცა, ერთ მომენტში, 71-ე წუთზე, თბილისელთა დაცვა ჩავარდა და მასპინძლებმა ერთი ბურთის გაქვითვა მოახერხეს. ზოგადად, ხსენებულ მონაკვეთში, დინამოელებმა ბევრი წვრილმანი შეცდომა საკუთრ საჯარიმოსთან ახლოს დაუშვეს. შესაბამისად, უფრო მაღალი კვალიფიკაციის მქონე გუნდი, მსგავსს არ გვაპატიებს. მაგალითად, ისეთს, როგორსაც 87-ე და მსაჯის მიერ კომპენსირებული დროით მე-3 წუთზე... თუმცა, აქვე იმედს ვიტოვებთ, რომ ქეცბაიას გუნდი შეთამაშებას მოახერხებს.


მანამდე კი, თბილისელებს, უეფა-ს კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის დღევანდელ შეხვედრაში მიღწეული უპირატესობის ბოლომდე მიყვანა სჭირდებათ. ამისთვის კი, საპასუხო შეხვედრაში, რომელიც  16 ივლისს, თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება.