
მეორე დღეა ქართული კლუბები უეფა-ს 2026-2027 წლების სეზონის ევროტურნირებზე ასპარეზობენ. მას შემდეგ, რაც თბილისის „იბერია 1999"-მა უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი მოიგო, დღეს, მეორე ევროპულ ტურნირზე, წარმატებას კიდევ ერთმა ქართულმა კლუბმა, გორის „დილამ" მიაღწია. უეფა-ს ევროპის კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ რაუნდში, საშინაო შეხვედრაში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე სან-მარინოს „ვირტუსს" უმასპინძლა და 3-1 დაამარცხა. სამწუხაროდ, ამ შეხვედრის ტელე-რეპორტაჟი, ქართული კლუბის განმარტებით, „გარკვეული მიზეზების" გამო ვერ მოხერხდა. შესაბამისად, მატჩის მსვლელობაზე ტექსტური „ლაივით" შეგვიძლია ვიმსჯელოთ.
ანგარიში მე-3 წუთზე, სტუმრებმა გახსნეს. თუმცა, გორელებმა მე-8 წუთზე ანგარიში გაათანაბრეს, ბადრი გოგობერიშვილის გადაცემის შემდეგ, შოთა შეყილაძემ გაიტანა. მე-14 წუთზე ანოფიმ, მასპინძლები წინ გაიყვანა. 68-ე წუთზე კი, შეყილაძემ გოლთან ერთად, საგოლე გადაცემაც მიიწერა, რომელიც გოლად კანტემ აქცია. საბოლოოდ, „დილამ" 3-1 გაიმარჯვა და საპასუხო მატჩის წინ, საერთო გამარჯვებისთვის კარგი განაცხადი გააკეთა.
საპასუხო შეხვედრას გორელები „დილა" გასვლაზე 16 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე გამართავს.
ფოტო: "დილა"





ჩვენ








