
ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის წილისყრა 8 ივლისს, 2026-2027 წლების სეზონის წილისყრა გაიმართა. უფრო ზუსტად, გაიმართა აღნიშნული ეტაპის საკვალიფიკაციო (წინასწარი ტურნირისა) და მეინ რაუნდის წილისყრა.
წილისყრაში მონაწილეობას ფუტსალში ჩემპიონთა ლიგის 3-გზის გამარჯვებული ჯოაო მატოსი მონაწილეობდა, რომელი თავისი ბოლო ტიტული პორტუგალიურ სპორტინგთან ერთად გასულ სეზონში მოიგო და კარიერა დაასრულა და დღეს, ყოფილი გუნდის მომავალი მეტოქეები გამოავლინა.
საერთო ჯამში, წილისყრაში უეფა-ს წევრი ქვეყნის 52 ასოციაციის 56 კლუბი მონაწილეობდა. წინასწარ, საკვალიფიკაციო ეტაპზე, აღნიშნული კლუბებიდან 32 თორმეტი, მათ შორის საქართველოს ჩემპიონი ფუტსალში კსუ-ც მონაწილეობს. კიდევ 24 კლუბი, მათ შორის ტიტულის მფლობელი „სპორტინგიც" გათამაშებაში მეინ რაუნდიდან ჩაერთვებიან. ამის შემდეგ, ასპარეზობას საუკეთესო 16 კლუბი გააგრძელებს ფლეი-ოფის ფორმატში. ოთხთა ფინალი კი, ტრადიციულად მაისში გაიმართება.
წინასწარი/ საკვალიფიკაციო რაუნდის წილისყრით გუნდები 8 ჯგუფში გადანაწილდნენ. საქართველოს ჩემპიონი მესამე, C ჯგუფში მოხვდა ბოსნია და ჰერეცეგოვინას „MNK ბუბა მარას", ნორვეგიულ „უტლეირასთან", გიბრალტარის „ლინქსთან" ერთად. გათამაშების ეს ეტაპი მინი-ტურნირის სახით 25-დან 30 აგვისტოს ჩათვლით, კონკრეტული ჯგუფის მასპინძელ ქვეყანაში ჩატარდება. ჩვენ, ბოსნიაში გვიწევს თამაში.
დანარჩენი ჯგუფები ასე გამოიყურება:
A ჯგუფი: „FC ვრნიკა" (სლოვენია), „ატლეტიკ ფუტსალ კლუბ გრაც" (ავსტრია / მასპინძელი), „KMF პროექტი" (მაკედონია), „მაქაბი ნეთანია ფუტსალი" (ისრაელი);
B ჯგუფი: „ფორტუნა ჰიორინგი" (DEN), „ტირანა ფუტსალ" (ალბანეთი / მასპინძელი), „აპოელ FC ნიქოზია" (კვიპროსი), „ფუტსალ ქლაბ კარდიფი" (უელსი);
D ჯგუფი: „დრენიცა ფუტსალ" (კოსოვო), „უიპეშტი" (უნგრეთი / მასპინძელი), „S.S. მურატა" (სანმარინო), „საქარია ქარასუ 1933" (თურქეთი);
E ჯგუფი: „TSV ვაილიმდორფი" (გერმანია), „ტალინ B.P." (ესტონეთი), „უნისპორტი" (სომხეთი / მასპინძელი), „KM რეიკიავიკი" (ისლანდია);
F ჯგუფი: „დოუკას SAC" (საბერძნეთი / მასპინძელი), „ბლუ მექჯიც სკ დუბლინი" (ირლანდია), „სპარტა ბელფასტი" (ჩრდ. ირლანდია), „ლონდონ გენესის ფუტსალ" (ინგლისი);
G ჯგუფი: „FK ჩრუდიმი" (ჩეხეთი), „KMF სტუდენტსკი დომ" (მონტენეგრო / მასპინძელი), „FC კალმარი" (შვედეთი), „PYF სალტირისი" (შოტლანდია)
H ჯგუფი: „ფუტსალ მედ მაქსი" (ფინეთი), FC „კლიკ კიშინაუ" (მოლდოვა), „ამიგო ნორსვესტი" (ბულგარეთი / მასპინძელი), „რეინჯერსი FC" (ანდორა)
მომდევნო ეტაპის მონაწილეები, ფლეი-ოფებში მოსახვედრად ორი გზით (Path) გააგრძელებენ ასპარეზობას. თამაშები 27 ოქტომბრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება:
მეინ რაუნდის A Path:
1 ჯგუფი: „ბარსა" (ესპანეთი), „ფუტსალ კლუბ სემეი" (ყაზახეთი), „ფუტსალ კლუბ „ლუჩენეცი" (სლოვაკია, მასპინძელი), „ფუტსალ მინერვა" (შვეიცარია);
2 ჯგუფი: „ქაირათ ალმა-ათი" (ყაზახეთი), „სპორტინგ ანდერლეხტ ფუტსალი" (ბელგია/ მასპინძელი), „იუნითიდ გალათი" (რუმინეთი), „TFK ბეითარი" (ლატვია);
3 ჯგუფი: „სპორტინგი" (პორტუგალია, მოქმედი ჩემპიონი), „ეტუალ ლავალუაზ" (საფრანგეთი), „MNK ოლმისუმი"(ხორვატია / მასპინძელი), „სტალიცა მინსკი" (ბელარუსი);
4 ჯგუფი: „ბენფიკა" (პორტუგალია), „ელპოზო მურსია" (ესპანეთი), „FC ჰიტ კიევი" (უკრაინა), „თაიგერს როერმონდი" (ნიდერლანდები / მასპინძელი)
მეინ რაუნდის B Path:
5 ჯგუფი: „პიასტ გლივიცე" (პოლონეთი / მასპინძელი), „არაზ-ნახჩევან" (აზერბაიჯანი), საკვალიფიკაციო C ჯგუფის გამარჯვებული, საკვალიფიკაციო E ჯგუფის გამარჯვებული;
6 ჯგუფი: „კაუნო ჟალგირისი"(ლიეტუვა), „FC დიფერდანჟი 03" (ლუქსემბურგი / მასპინძელი), საკვალიფიკაციო F ჯგუფის გამარჯვებული, საკვალიფიკაციო D ჯგუფის გამარჯვებული;
7 ჯგუფი: „სენტ ენდრიუსი" (მალტა), „L84 ტორინო" (იტალია / მასპინძელი), საკვალიფიკაციო H ჯგუფის გამარჯვებული, საკვალიფიკაციო B ჯგუფის გამარჯვებული;
8 ჯგუფი: „KMF ლოჟნიცა-გრად 2018" (სერბეთი / მასპინძელი), „ატლეტიკ ფუტსალ" (უკრაინა), საკვალიფიკაციო A ჯგუფის გამარჯვებული, საკვალიფიკაციო G ჯგუფის გამარჯვებული.
უეფა-ს აღმასრულებელი კომიტეტის მიერ მიღებული რეგულაციის მიხედვით ბოლო ეტაპამდე, ერთმანეთის წინააღმდეგ, წილისყრით ვერ მოხვდებიან:
სომხეთი - აზერბაიჯანი
კოსოვო - ბოსნია და ჰერცეგოვინა
კოსოვო - სერბეთი
უკრაინა - ბელარუსი
იმ შემთხვევაში, თუკი გუნდები ზემოთხსენებული შეზღუდვების მიუხედავად ზემოთხსენებული წესისა მაინც წილისყრით მოხვდებიან ერთ ჯგუფში, მათი სხვა შესაბამისს ჯგუფში გადანაწილება მოხდება. გამომდინარე იქიდან, რომ საკვალიფიკაციო ეტაპის გამარჯვებულთა ვინაობა, ამ ეტაპზე უცნობია, ასეთი კვეთები შესაძლოა მეინ რაუნდის B Path-ის ეტაპისას მოხდეს. ასეთ შემთხვევაში, მათ ადგილს სხვა ჯგუფის გამარჯვებული გუნდებიდან, რომელიმე გადაუცვლის, მათი მომდევნო ჯგუფიდან.
წინასწარი და მეინ რაუნდის წილისყრა, როგორც გითხარით დღეს გაიმართა. წლის კალენდარი კი, ფუტსალში, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგაზე ასე გამოიყურება:
წინასწარი რაუნდი: 25-30 აგვისტო
მეინ რაუნდი: 27 ოქტომბერი -1 ნოემბერი
1/8 ფინალისა და 1/4 ფინალის წილისყრა: 4 ნოემბერი
1/8 ფინალი (სახლი - გასვლა): 23 ნოემბერი და 4 დეკემბერი
1/2 ფინალი (სახლი - გასვლა) 8 და 19 თებერვალი
ფინალი: 6/7 და 8/9 მაისი (ადგილი მოგვიანებით გახდება ცნობილი).





ჩვენ








