
საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა თბილისის „იბერია 1999"-მა უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი გამარჯვებით დაიწყო. ქართული კლუბი, ტალინში, „ფლორას" დაუპირისპირდა და 2-3 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრა ქართული კლუბის უპირატესობით წარიმართა, თუმცა, მასპინძლებმა ანდრი დემჩენკოს გუნს, კაცნაკლული შემადგენლობით გაუტანეს და გაუთანაბრეს, ეს ნიუანსი კი, ქართულ გუნდს, მომდევნო შეხვედრისას აუცილებლად, გამოსასწორებელი აქვს.
როგორ უკვე აღვნიშნეთ, შეხვედრა საქართველოს ჩემპიონისა და გათამაშების მიმდინარე სეზონის ლიდერის აქტიურობით დაიწყო და მე-18 წუთზე, ქართულმა გუნდმა დაწინაურებაც მოახერხა. ვახო ბედოშვილის გადაცემას, ზვიად ნაჭყებიას გოლი მოჰყვა. კიდევ ორ წუთში, „იბერია 1999", უკვე ორბურთიანი უპირატესობით ლიდერობდა. ანდრია ბართიშვილის წაქცევისთვის, „ფლორას" კარში 11-მეტრიანი დაინიშნა, რომელიც ზუსტად შეასრულა გიორგი ჯინჯოლავამ. რა დაგიმალოთ და ასეთ სტარტზე, მხოლოდ თუ იოცნებებდი, თუმცა, 28-ე წუთზე ესტონელებმა მოახერხეს ერთი ბურთის გაქვითვა, შორეული დარტყმით, ვლადისლავ კრეიდამ გაგვიტანა. ამის შემდეგ, 37-ე წუთზე, გაიტანა ნიკოლოზ სიხარულაშვილმა, თავიდან გოლი ჩაითვალა, თუმცა, მოგვიანებით, მსაჯებმა ხელით თამაში დააფიქსირეს და გოლი გააუქმეს.
მეორე ტაიმში, მე-60 წუთზე მასპინძლები კაცნაკლულები დარჩნენ - აირონ კოლო მოედნიდან გააძევეს უხეში დარღვევისთვის. თუმცა, 73-ე წუთზე, კაცნაკლულმა „ფლორამ", როგორც უკვე გითხარით ანგარიშის გათანაბრება მოახერხა, სანდერ ალამას გოლით ტაბლოზე საყაიმო ანგარიში 2-2 ენთო. მასპინძლების ამ სიხარულმა მხოლოდ ორ წუთს გასტანა, რადგან 75-ე წუთზე შეცვლაზე შემოსული გიორგი კუციას გადაცემით ესტონელთა კარში მესამე გოლი ბაქარ ქარდავამ გაიტანა და საბოლოო ანგარიში 2-3 დააფიქსირა.
ორ-მატჩიან დუელში, ქართული კლუბი დაწინაურდა და ახლა, ყველაფერი თბილისში, 14 ივლისს, მიხეილ მესხზე გადაწყდება, როდესაც „იბერია 1999"-სა და „ფლორას" საპასუხო შეხვედრა შედგება. იმისთვის, რომ ქართულმა გუნდმა თავი, რეალურად სახლში იყო, სტადიონზე ქომაგების მოსვლა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მითუმეტეს, რომ ტალინში ქართველმა ქომაგებმა მასპინძლები აშკარად დაჩაგრეს.
ფოტო: სკ „იბერია"





ჩვენ








