ქუთაისის „ტორპედომ“ ქართველი ლეგიონერების „ზირასთან“ 3-0 წააგო
ქუთაისის „ტორპედომ“ ქართველი ლეგიონერების „ზირასთან“ 3-0 წააგო
08.07.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს ქართულმა საფეხბურთო კლუბებმა უეფა-ს ევროტურნირების 2026-2027 წლების სეზონში ასპარეზობა დაიწყეს.


მეზობელ აზერბაიჯანში, ბაქოსთან ახლოს მდებარე ქალაქ სუნგაიტში კი, უეფა-ს კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში, ქუთაისის „ტორპედო", „ზირას" დაუპირისპირდა. გუნდს, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრები ორი ფეხბურთელი დავით ვოკლოვი და გიორგი პაპუნაშვილი თამაშობენ.


მატჩამდე გამართულ პრეს-კონფერენციაზე აზერბაიჯანელები შიშობდნენ, რომ მეტოქ ქვეყნებში საფეხბურთო სეზონების ფორმატებიდან გამომდინარე, „ზირა" უფრო „ცუდ" მდგომარეობაში იყო, ამას გარდა ჰყავდა 5 ახალი ფეხბურთელი და შესაძლოა, წყვილშიც ფავორიტი „ტორპედო" ყოფილიყო, რომელმაც დღევანდელ შეხვედრამდე ერთი კვირით ადრე, საქართველოს სუპერთასისთვის იბრძოლა. თუმცა, სწორედ აზერბაიჯანში მოასპარეზე ქართველი ფეხბურთელების გამო, მთელი გასული სეზონის შემხედვარე, პირადად ჩვენ ვერ ვიტყოდით, რომ წყვილში ფავორიტი ქართული გუნდი იქნებოდა. ღმერთმა ქნას, საპასუხო შეხვედრაში, ქუთაისში, ეს მოსაზრება ქუთაისელებმა შემიცვალონ, დღეს, კი, ტორპედოელები, ალბათ, კარში მდგომ ოთო გოშაძეს უნდა უმადლოდნენ რომ მხოლოდ, პირველი ტაიმი არ წააგეს 5-0.


ზოგადად, ქართული კლუბიდან, ამ დღეს ოთო გოშაძეს გამოვყოფდით, რომელსაც სამი გოლი მაინც გაუვიდა - პირველი გოლი 32-ე წუთზე კუთხურს მოჰყვა. მეორე ტაიმის სტარტზევე, 47-ე წუთზე ქართული კლუბის კარი, ჩვენმა, ქართველმა ლეგიონერმა დავით ვოლკოვმა აიღო, 63-ე წუთზე კი, პენალტიდან გაგვიტანეს - დაცვის უნიათო თამაშის გამოსწორებას, „გოშა" შეეცადა და პენალტი „აიკიდა". გიორგი პაპუნაშვილი „ზირამ" 59-ე, დავით ვოლკოვი კი, 72-ე წუთზე შეცვალეს.


ასე, რომ პირველი თამაში 3-0 წავაგეთ და ახლა, ქუთაისში 16 ივლისს, რამაზ შენგელიაზე დიდი გარჯა მოგვიწევს. ქუთაისელებისგან, დატრიალებული თამაშები გვახსოვს, ამრიგად, საპასუხო შეხვედრასა და „ზირას" ბარიერის გავლას ქართველი ქომაგი მაინც იმედიანად იყურებს.


და ბოლოს, მაინც თემატიკიდან გამომდინარე, კიდევ ერთმა აზერბაიჯანულმა კლუბმა, ბაქოს „საბაჰმა" კაცნაკლული შემადგენლობით უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის პირველი შეხვედრა მოიგო 2-0.