
მას შემდეგ, რაც კალათბურთში მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდი დასრულდა, ჩემპიონატის ორგანიზატორმა ფიბა-მ ევროპის საკვალიფიკაციო ტურნირის განვლილი გზის შეფასება გადაწყვიტა და სიმბოლური ხუთეულისა (All-Star Five) და რა თქმა უნდა MVP-ს გამოვლენა გადაწყვიტა.
ალბათ, არ გაგიკვირდებათ, თუ ვიტყვით, რომ 27 კანდიდატს შორის, ორი საქართველოს ეროვნული ნაკრების წარმომადგენელია - ჩვენი გუნდის კაპიტანი თოკო შენგელია და ნატურალიზებული ამერიკელი მარკის რიდი.
აქვე, ფიბა, კალათბურთის მოყვარულებს შეახსენებს, რომ აღნიშნული გამოკითხვა, მხოლოდ ფანების არჩევანია და ფიბა-ს 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური ჯილდო არ არის.
ამასობაში გაირკვა ის სამი გუნდი, ვისაც მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ეროვნული ნაკრები დაუპირისპირდება:
28 აგვისტო / საქართველო-მონტენეგრო
31 აგვისტო / პორტუგალია-საქართველო
26 ნოემბერი / საბერძნეთი-საქართველო
29 ნოემბერი / საქართველო-პორტუგალია
16 თებერვალი / მონტენეგრო-საქართველო
1 მარტი / საქართველო-საბერძნეთი
როგორც ხედავთ, ჩვენი ნაკრები I ჯგუფში 28 აგვისტოდან იწყებს ასპარეზობას.
მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულებამდე ჯგუფში ასეთი ვითარებაა:
I ესპანეთი - 5 მოგება/1 წაგება
II უკრაინა - 4/2
III მონტენეგრო - 4/2
IV პორტუგალია - 3/3
V საბერძნეთი - 3/3
VI საქართველო - 3/3





ჩვენ








