8 ივლისს "ტორპედო" ევროტურნირზე ასპარეზობას იწყებს
8 ივლისს "ტორპედო" ევროტურნირზე ასპარეზობას იწყებს
07.07.2026
ავტორი: TSFF.Ge

ხვალ, 8 ივლისს, 20:00 საათზე აზერბაიჯანის ქალაქ სუმგაითში, ქუთაისის „ტორპედო", უეფა-ს ევროპის კონფერენს ლიგაზე დაიწყებს ასპარეზობას. ქართული გუნდი, „ზირას" დაუპირისპირდება, რომლის რიგებში, საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების ყოფილი ფეხბურთელები, დავით ვოლკოვი და გიორგი პაპუნაშვილი თამაშობენ.


ქართულმა კლუბმა, რომელიც ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში რამდენიმე ფეხბურთელით (ლუკა ლაცაბიძე, 30 წლის ფრანგი შემტევი ვირჯილ პინსონი, 26 წლის ხორვატი საყრდენი ნახევარმცველი დინო სკორუპი, 27 წლის ბულგარელი მარცხენა მცველი მატეო სტამატოვი) გაძლიერდნენ აზერბაიჯანში მეორე დღეა იმყოფებიან. დღეს კი, სუმგაიტში ივარჯიშეს.


ქართული კლუბის სოციალური ქსელით გავრცელებულ ცნობაზე დაყრდნობით, „ზირასა" და „ტორპედოს" ორივე დაპირისპირების ხილვა ქართველ ქომაგებს Silk Universal-ზე შეეძლებათ.


ფოტო: "ტორპედო"