
1-5 ივლისის ჩათვლით, კანადაში, ქალაქ ჰალიფაქსში იუნიორთა და 23-წლამდეთა მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა კანოესა და კაიაკინგში, რომელშიც 54 ქვეყნის 600-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა. ჩვენი გუნდი აღნიშნულ ტურნირზე 23 წლამდეთა შორის როგორც C1, ასევე K1 კლასში მონაწილეობდნენ. C1 კატეგორიაში 200 და 500 მეტრიან დისტანციებზე იასპარეზა ალექსანდრე წივწივაძემ. K1 კატეგორიაში კი, იმავე დისტანციებზე ძალები ნიკა ოდიშელიძემ სცადა.
თავიდანვე უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი ქვეყნის ორივე წარმომადგენელი 500 მეტრიან დისტანციაზე მედლების გარეშე დარჩნენ. საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოეთიშა ასპარეზობას, ნიკა, რომელსაც K1 (500 მ) დისტანცია 2:21.74 (+30.30) დამორჩილდა.
ალექსანდრემ, C1 (500 მ) მანძილი საკვალიფიკაციო გაცურვაში 2:16.97 (+16.07) დაასრულა და 1/2 ფინალში გადავიდა. თუმცა, აქ, მისი დრო, 2:15.88 (+15.27) იყო, რაც ფინალში მოსახვედრად, საკმარისი არ აღმოჩნდა.
K1 (200 მ) დისტანციაზე ნიკა ოდიშელიძემ საკვალიფიკაციო გაცურვაში 41.47 (+2.11) წამი დააფიქსირა და მესამე ადგილი დაიკავა, რამაც 1/2 ფინალში გადასვლის უფლება მისცა. აქ, ოდიშელიძემ 39.56 (+1.75) დააფიქსირა, რაც მხოლოდ B ფინალისთვის აღმოჩნდა საკმარისი. იქ კი, ქართველმა 40.98 (+2.13) დრო აჩვენა და საბოლოოდ, მე-5 ადგილით დაასრულა ასპარეზობა.
23-წლამდეთა შორის ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა ალექსანდრე წივწივაძე. C1 (200 მ) ფინალურ გაცურვაში, რუსთაველმა სპორტსმენმა 41.57 (+0.18) დააფიქსირა, რაც იდენტური აღმოჩნდა უნგრელი გერგო რუმის მიერ ნაჩვენები დროისა, შესაბამისად, ორივე სპორტსმენს ვერცხლის მედალი ერგო წილად. A ფინალამდე, საკვალიფიკაციო გაცურვაში ქართველმა 45.85 (+1.27) დრო დააფიქსირა და A ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
შეჯიბრების შედეგები იხილეთ ბმულზე





ჩვენ








