უკრაინასთან მარცხის შემდეგ, საქართველოს ნაკრები ფენიქსივით აღდგა და ესპანეთს მოუგო
უკრაინასთან მარცხის შემდეგ, საქართველოს ნაკრები ფენიქსივით აღდგა და ესპანეთს მოუგო
05.07.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა დღეს თბილისში, იმავე დარბაზში, თან კვლავ, ოვერტაიმში ესპანეთი, კიდევ ერთხელ დაამარცხა. აქ, საინტერესო ის გარემოებაა, რომ შეხვედრის ამ გადამწყვეტ მონაკვეთში ესპანეთის ნაკრები 0-5 გაიქცა და წესით, გადაღლილ გუნდს, რომელსაც საკმაოდ სერიოზული საკადრო პრობლემა აქვს, სხვა მხრივ მიჭირს ახსნა, რომ გუნდში, სადაც ორ კალათბურთელს, კაპიტანს, თორნიკე შენგელიასა და მარკის რიდს, არ დაუსვენია, ეპოვოს ძალა და მას შემდეგ, რაც 22 ქულიანი სხვაობა აღმოფხვრა, კიდევ ოვერტაიმის ნერვული ფონი გადაელახოს. თუმცა, ამ მონაკვეთშიც, ქართული გუნდის ჩაგდებული 8 ქულიდან 6 ქულა თოკოზე, ორიც მარკისზე მოდის.


ზოგადად, საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელმა ჩააგდო ქართული გუნდიდან პირველი ქულები (3-ქულიანი), ამის შემდეგ, შეხვედრის ძირითადი დროის დასრულებამდე 1:06 წუთით ადრე სწორედ, რიდის მორიგი სამქულიანით გავათანაბრეთ (81-81) და მისი ბრძოლაში აღებული ორი ქულით, როგორც მოგვიანებით გაირკვა, საბოლოოდ, გავიმარჯვეთ 91-89 (იხილეთ მატჩის სტატისტიკური ოქმი).


საქართველოს ნაკრები 91 ქულიდან  69 ქულა სწორედ, ამ ორ კალათბურთელზე მარკის რიდზე (32 ქულა) და თორნიკე შენგელიაზე მოდის (37 ქულა). ამასთან კაპიტანმა ორმაგი დუბლიც შეასრულა რამეთუ, 10 მოხსნა დააგროვა.


„მაგარი თამაში იყო, ერთ-ერთი დასამახსოვრებელი, რაც ეროვნულ ნაკრებში მითამაშია. შეიძლება ცოტა გვიან დავიწყეთ, მაგრამ ბოლოსკენ, როდესაც 22 ქულა „ამოვიღეთ", ვირწმუნეთ, რომ ამ თამაშს მოგება შეგვიძლია. ბიჭებს ვუთხარი, რომ არ შეხედონ მონიტორს და უბრალოდ ითამაშონ. ჩვენ არასდროს ვნებდები და ეს ჩვენი DNM- ი არის, ეს სისხლში გვაქვს. უკრაინასთან თამაშის მსგავსი, ზოგჯერ ხდება, წავაგეთ ძალიან მნიშვნელოვანი თამაში, მაგრამ გუნდის ხასიათიც მაშინ ჩანს, ასეთი თამაშების შემდეგ, როგორი რეაქცია გექნება. ასე, რომ დღეს, ჩემი თანაგუნდელებით განსაკუთრებულად ვამაყობ, ასევე სამწვრთნელო შტაბით. არ იყო მარტივი, მოკლე დროში მსოფლიოს ერთ-ერთის საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ სათამაშოდ მოვმზადებულიყავით. ჩვენ შევასრულეთ ეს მისია და შედეგი სახეზეა", - ამბობს თორნიკე შენგელია მატჩის დასრულების შემდეგ.


მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე თოკომ, რამდენჯერმე გაიმეორა, რომ მატჩამდე მან ბიჭებს მხოლოდ ერთი რამ უთხრა ესიამოვნათ თამაშით. სიამოვნების რა გითხრათ, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ჩვენმა ნაკრებმა რეალურად მხოლოდ, პირველი მეოთხედი წააგო, 14-32, მთელი მატჩის მანძილზე ის მდევრის როლში იყო და 22 ქულის აღმოფხვრა უხდებოდა.  მეორე მეოთხედ 24-20 მოვიგეთ, მესამე ფრედ, 19-19  დავასრულეთ. ბოლო მონაკვეთის წინ 14 ქულიანი სხვაობა კიდევ დასაძლევი იყო, ამას გარდა უნდა გაგვეთვალისწინებინა, რომ ესპანეთს ვეთამაშებოდით.


„პირველ რიგში შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ორი განსხვავებული ტაიმი ვიხილეთ, პირველი, სადაც ბევრი ქულა ჩავაგდეთ და მეორე, სადაც დაგვაკლდა აგრესიულობა, ვდომინირებდით მოხსნებში და მოვუკელით სირბილს. ეს მარცხი, ჩვენთვის კარგი გაკვეთილი იქნება", - იტყვის მატჩის დასრულების შემდეგ ვილი ერნანგომესი.


„თავიდანვე ვიცოდით რომ რთული თამაში იქნებოდა. ჩვენთვის სიურპრიზი იყო, როდესაც სწორად დაწყებული თამაში ასე მოტრიალდა. პირველ მეოთხედში ჩვენ ძალიან ახლოს ვიყავით, რომ „თამაშ დაგვესრულებინა", მაგრამ მათ შეინარჩუნეს რწმენა და ითამაშეს თამაშის ბოლოსკენ... ეს, არის ჩვენთვის პირველი გამოცდილება, თუ როგორ უნდა გავიზარდოთ დავით თამაშში. საქართველომ ითამაშა შესანიშნავად, განსაკუთრებით ბოლო მონაკვეთში. მათმა ლიდერებმა ითამაშეს უმაღლეს დონეზე. ჩვენ ბოლომდე ვეცადეთ ისინი შეგვეჩერებინა, მაგრამ ვერ შევძელით. ჩვენ ეს ორი ბიჭი ვერ გავაჩერეთ, შენგელია ითამაშა პერიმეტრზე, სამწამიან ზონაში, ვიცით ის, არის მებრძოლი დიდი გულით. ეს (ესპანეთის დღევანდელი მარცხი) ის შემთხვეაა, როცა მოხდეს სპორტში და როგორც ვთქვი, ჩემთვის კარგი გამოცდილებაა", - ამბობს მატჩის შემდეგ, ესპანელთა ნაკრების თავკაცი მატეო ჩუსი.


„შეუჩერებელმა" თოკო შენგელიამ, როგორც უკვე აღვნიშნეთ დღეს 37 ქულა დააგროვა, რაც საქათველოს ნაკრების ახალი რეკორდია. კაპიტანმა, ესპანელებთან მატჩში მაიკლ დიქსონს და ზაზა ფაჩულიას (36-36) რეკორდი გააუმჯობესა. მატჩის შემდგე, შენგელია ამ თემაზეც ილაპარაკებს: „არასდროს ვყოფილვარ ფანი, პერსონალური რეკორდების. ჩემი გუნდელების დახმარების გარეშე არაფერი გამიკეთებია. ეს გუნდური სპორტია და დღეს, მე აღმოვჩნდი ამ  პოზიციაზე და კი, გახარებული ვარ, რომ ეს რეკორდი მოიხსნა, მაგრამ მომავალში, როდესაც ამ რეკორდზე იქნება საუბარი, ჩემი სურვილი იქნება, რომ იყოს მთლიან გუნდზე საუბარი. არა მარტო ჩემზე და ამ თამაშზე", - ამბობს შენგელია.


ბოლო მეოთხედში, საქართველოს ნაკრები, ძირითადი დროის ამოწურვამდე 6:21 წუთით ადრე ათ ქულას აგებდა. ჩვენი გუნდი, მატჩში პირველად, მის დასრულებამდე 23 წამით ადრე გავედით, სწორედ თორნიკეს სროლის შემდეგ. რაც შეეხება მის გუნდს, არ გვიწყენს კაპიტანი, თუმცა, გუნდურ თამაშიც კი, მთელი დატვირთავ ორ კალათბურთელზე არ უნდა გადადიოდეს - კაპიტნის არ ვიცი, მაგრამ დღეს პირადად ჩემზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა გორგი ტურნძილაძემ და ალექსანდრე მერკვილაძემ - ალბათ უფრო, დაცვაში გამართული თამაშის გამო.  ასე, რომ გუნდს, მოუწევს მაქსიმალურად კონცენტრირება და ლიდერებთან დაწევა, თუ რა თქმა უნდა მსოფლიოზე თამაში გვინდა.


„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის ჩვენი ხალხის წინაშე თამაშს, როდესაც ყველაზე ძალიან გვჭირდებოდა, მაშინ მოგვცეს ძალა და ძალიან დიდი ენერგია და მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მათ ჩემი და გუნდის სახელით", - იტყვის დასასრულს კაპიტანი.


დღევანდელი გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრები, მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპის  მომდევნო რაუნდში 3 მოგებითა და 3 წაგებით გადავიდა. 4 მოგება და 2 წაგება აქვს უკრაინას, ხოლო ესპანეთს ხუთი მოგება და ერთი წაგება. დანია 0 მოგებით მომდევნო ეტაპზე ვეღარ ითამაშებს.


„ყოველ ჯერზე, როდესაც საქართველოში ჩამოვდივარ, რაღაც ახალს ვსწავლობ და ახლა მესმის, რომ ყველაფერთან ერთად თქვენ საკუთარი ქვეყანა გაქვს, საკუთარი რელიგია... დღეს ჩვენმა გუნდმა აჩვენა, რომ შეუძლია დიდი მიზნებისთვის ბრძოლა. აჩვენა თავისი სახე. ვფიქრობ, ეს იყო დიდი მოგება ძალიან კარგ გუნდთან - ესპანეთთან. დაუჯერებელია, რასაც ჩემი კალათბურთელები აკეთებენ. ბიჭები მთხოვენ არ გამომცვალოო. ნახეთ, რამდენს თამაშობენ, მაგრამ მაინც დიდი ენერგია აქვთ",- ამბობს ალექსანდერ ჯიკიჩი.


აქვე გეტყვით, რომ ჩვენი ჯგუფის პირველი სამეული B ჯგუფიდან ვის ვეთამაშებით, საბერძნეთს, მონტენეგროს, პორტუგალიასა თუ რუმინეთს მოგვიანებით გაირკვევა, ყოველ შემთხვევაში, სამი თამაშის გამართვა მოგვიწევს. მეორე ჯგუფური ეტაპი 2026 წლის აგვისტოში, ნოემბერსა და 2027 წლის თებერვალში გაიმართება.


ფოტო: (c) FIBA