გიორგი ქვილითაია ახალი სეზონიდან გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში ითამაშებს
გიორგი ქვილითაია ახალი სეზონიდან გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში ითამაშებს
29.06.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ქვილითაია, 2026-2027 წლების საფეხბურთო სეზონზე, გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში „ჰოლშტაინ კილის" ღირსებას დაიცავს.


„გიორგი სახით, ჩვენ, შევიძინეთ საკმაოდ გამოცდილი და კლასიკური სტილის ცენტრალური თავდამსხმელი. მას გააჩნია უნარი იყოს დომინანტი საჯარიმო მოედანში, აქვს ფიზიკური ძალა და კარგად თამაშობს თავით. ამას გარდა, მას აქვს ლიდერის თვისებები", -  ამბობს ოლაფ რებე, კლუბის სპორტული დირექტორი, კლუბის ვებ-გვერდისთვის გაკეთებულ კომენტარში.


32 წლის ქართველი ფეხბურთელის ახალი გუნდი გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში პირველ შეხვედრას 8 აგვისტოს გასვლაზე „დარმშტადტის" წინააღმდეგ გამართავს ბოლენფალტორის სტადიონზე და ჩვენ იმედს, ვიტოვებთ, რომ ქართველი ხსენებულ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.


„მოხარული ვარ შესაძლებლობით მოვირგო „ჰოლშტაინ კილის" მაისური. მინდა ჩემი წვლილი შევიტანო კლუბის წარმატებაში და ამისთვის, გამოვიყენებ ჩემს გამოცდილებასა და უნარს, ავიღო თავზე პასუხისმგებლობა, დავეხმარო გუნდს გოლების გატანაში, არ დავზოგო თავი და ჩემი ლიდერის თვისებები. ავსტრიაში შეძენილი გამოცდილების ხარჯზე, აქ გაშინაურება და ურთიერთობა არ უნდა გამიჭირდეს. მოუთმენლად ველი გავიცნო ახალი თანაგუნდელები, ქალაქი და გულშემატკივარი, რათა ერთად გავიმარჯვოთ", - ამბობს გიორგი ქვილითაია.


ქვილითაიას, რომელიც გერმანულ კლუბს, ფრანგული „მეციდან" შეუერთდა სხვადასხვა კლუბის („დინამო თბილისის", „რაპიდის" „არისი ლიმასოლის", „ნოქოზიისა", „გენტისა" და „მეცის" ) მაისურით საერთო ჯამში 400-მდე მატჩი ჩაატარა. ამას გარდა, კლუბის ვებ-გვერდი „ჰოლშტაინ კილის" ქომაგს ამცნობს, რომ ქართველს, საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით 44 მატჩი აქვს გამართული, აქედან ბოლო ორი, ამხანაგური, რუმინეთისა და ბაჰრეინის წინააღმდეგ.