საბა ლობჟანიძის დრო სოლტ ლეიქ სითიში დადგა
საბა ლობჟანიძის დრო სოლტ ლეიქ სითიში დადგა
02.07.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ქართველი ფეხბურთელი საბა ლობჟანიძე MSL-ის 2026 წლის სეზონს „რეალ სოლტ ლეიქში" გააგრძელებს. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი აშშ-ს დასავლეთ კონფერენციის ლიგის გუნდში, რომელიც დღეისთვის სატურნირო ცხრილის მე-3 საფეხურზეა და უახლოეს მატჩს 16 ივლისს, ინგლისურ „ბარნლის" დაუპირისპირდება ამხანაგურ შეხვედრაში, დღევანდელი მონაცემებით 2026 წლის ბოლომდე დარჩება. „რეალ სოლტ ლეიქსა" და საბას ყოფილ კლუბს „ატლანტა იუნატედს" შორის გამართული გარიგების მიხედვით, „რეალ სოლტ ლეიქი" სუპერ დრაფტის მესამე რაუნდში, 2028 წელს, „ატალანტას" გადაუხდის ძირითადი ასიგნაციების (625 000 შშ დოლარი) გარდა, დამატებით 100 000 დოლარს, თუკი, საბა ახალ კლუბთან, 2027 წელს კონტრაქტს გაახანგრძლივებს.


„საბას დამატებით, ჩვენი გუნდი უფრო სიღრმისეული გახდება რამდენიმე პოზიციაზე და გაზრდის კონკურენციას ყოველდღიური ვარჯიშების დროსაც", - ამბობს კლუბის საფეხბურთო და სპორტული დირექტორი კურტს შმიტი და ამასთან აღნიშნავს, რომ ლობჟანიძე გუნდს, 2026 წლის სეზონის ბოლოსკენ სეზონის ბოლოსკენ საგრძნობლად შემცირებული ბიუჯეტის პირობებში უერთდება. „გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო სამ წელიწადში საბამ MSL-ში დაახლოებით 100 მატჩი უკვე ჩაატარა, ველით, რომ ის ჩვენს სისტემასთან მარტივად მოახერხებს ადაპტირებას. სისტემასთან, რომელიც ჩვენი მოსაზრებით მის ძლიერ შეტევით მხარეს გაუსვამს ხაზს და მიეხმარება წარმატებაში. ჩვენ მოუთმენლად ველით მის ინტეგრირებას გუნდში მოსამზადებელი პერიოდის დღეებში, „ბარნლისთან" შეხვედრისთვის, ლიგის თასისა და სეზონის ბოლომდე დარჩენილი 20 შეხვედრისთვის".


საქართველოში, თბილისში დაბადებულ „გრინ ქარდის" მფლობელ ქართველს, რომელსაც MLS-ში თამაშის უფლება აქვს, შტატებში ყოფნისას, „ატალანტას" შემადგენლობაში 93 მატჩში, 15 გოლი აქვს გატანილი და 21 საგოლე გადაცემა გაკეთებული. 2026 წლის სეზონში, საბას მონაწილეობა 13 შეხვედრაში აქვს მიღებული, გატანილი აქვს ორი გოლი და ერთიც საგოლე გადაცემა გაკეთებული. ქართველის ახალ კლუბში გადმოსვლისას „ატალანტა" აღმოსავლეთ კონფერენციის ლიგაში მე-15 ადგილზე იყო.


მოკლედ, ვიდრე, საბას ახალი კლუბი არკვევს რა და როგორ, ქართველმა პირად სოციალურ ქსელში, ძველ კლუბს და მის ქომაგებს, საკმაოდ გულის ამაჩუყებელი სტატუსი მიუძღვნა.


„სამი წლის წინ, „ატლანტა" გახდა უფრო მეტი, ვიდრე კლუბი. ეს გახდა სახლი. სულ პირველი დღიდან, თქვენ გულთბილად შემხვდით ჩემს ოჯახსა და მე, დიდი სიყვარულით და კეთილად, ამას ვერასდროს დავივიწყებთ.


ყოველთვის, როდესაც ამ გუნდის მაისურით ვთამაშობდი, ბოლომდე ვიხარჯებოდი. ვთამაშობდი მთელი გულით, რადგან ამას კლუბი, ეს ლოგო და ფანები იმსახურებენ.


„ატლანტას" ყოველთვის ექნება საგანგებო ადგილი ჩვენს ცხოვრებაში. ჩვენი შვილი ალესია, აქ დაიბადა, რამაც ეს ქალაქი ჩვენი ოჯახის ისტორიის ნაწილი გახადა. ჩვენთვის იქნება ყოველთვის ადგილი, სადაც გავხდით მშობლები და განვიცადეთ, ჩვენი ცხოვრების გარკვეული ბედნიერი მომენტები.


ჩემს თანაგუნდელებს ვუცდი მადლობას ყველა ერთობლივი ბრძოლისთვის და ყველა მომენტისთვის რაც შევქმენით მოედანზეც და მის გარეთაც. ეს იყო პრივილეგია ვყოფილიყავი მოედანზე და გასახდელში ყველა თქვენგანთან ერთად.


ყველა მწვრთნელს, სამედიცინო გუნდს, ტექნიკურ სტაფს, მედი გუნდს, ფრონტ ოფისს და ყველას ვინც, სცენის მიღმა მუშაობს, მადლობა, რომ მენდეთ, მხარს მიჭერდით და მომეცით საშუალება ამ კლუბში თავი მეგრძნო, როგორც ოჯახში.


და ბოლოს, „ატლანტა იუნაიტედის" ფანებს... თქვენ, მართლა განსაკუთრებულები ხართ. მადლობა ყველა სიმღერისთვის, ყველა მესიჯისთვის, ყველა მომენტისთვის რასაც ჩემს უკან აკეთებდით. ჩემის სულ პირველი თამაშიდან ბოლო მატჩამდე, თქვენ დამანახეთ სიყვარული და მხარდაჭერა. Mercedes-Benz Stadium-ზე სკანდირებული ჩემი გვარის ეხო არის ის, რაც არასდროს დამავიწყდება. თქვენი ვნება, ენერგია და ამ გუნდის შეურყეველი რწმენა, უფრო მეტს ნიშნავს ვიდრე სიტყვებით შესაძლოა გადმოვცე. თქვენ ჩემს გულში განსაკუთრებული ადგილი გექნებათ.  


ეს არ ნიშნავს ნახვამდის, ეს არის უბრალოდ, მადლობა. ატლანტა, მადლობა საბას დროით, ყველა მომენტისთვის", - წერს საბა ლობჟანძე ისნტაგრამ სტატუსში, რომელიც აწ უკვე ყოფილ გუნდს გამოსამშვიდობებლად მიუძღვნა.