ლუკა ლოჩოშვილი ახალი სეზონიდან გერმანული „კიოლნის“ წევრია
ლუკა ლოჩოშვილი ახალი სეზონიდან გერმანული „კიოლნის“ წევრია
03.07.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, გერმანულმა „კიოლნმა", ქართველი ფეხბურთელი ლუკა ლოჩოშვილი ოფიციალურად წარადგინა. ახალი სეზონიდან „ლოჩო" უკვე, გერმანიის ბუნდესლიგაში შეეცდება მოწინააღმდეგე „ათრიოს". საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა, რომელიც ახალ გერმანულ კლუბთან 2029 წლის ივნისამდე მოაწერა ხელი.  ქართველის წარდგენისას, „კიოლნის" ოფიციალური ვებ-გვერდი აღნიშნავს, რომ ლოჩოშვილმა გასულ სეზონში, გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში, „ნიურნბერგის" შემადგენლობაში ითამაშა და საერთო ჯამში, 33 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 5 გოლის გატანა მოახერხა და 2 საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში.


„მოხარულები ვართ, რომ მოვახერხეთ ლუკას დარწმუნება და ის ჩვენ, „კიოლნს" შემოგვიერთდა. ბოლო წლებში, მან საკმაოდ დიდი გამოცდილება დააგროვა სხვადასხვა კლუბში და ზუსტად ის თვისებები აქვს, როგორ ფეხბურთელსაც ამ პოზიციაზე ვეძებდით. თავისი ხასიათის წყალობით, ბურთის წართმევის უნარით და ფიზიკური ძალით, განსაკუთრებით „მეორე სართულზე" ბრძოლისას, ის ჩვენი დაცვას, დამატებით სტაბილურობას შესძენს. გამომდინარე იქიდან, რომ „მემარცხენეა", ის შეავსებს ჩვენი გუნდის დაცვის ხაზს და შემატებს ხარისხს ამ პოზიციაზე. დარწმუნებულები ვართ, რომ ლუკა, ჩვენზეა გამოჭრილი, როგორც მოედანზე, ისე, მის გარეთ. ჩვენ მოუთმენლად ველით მის ხილვას, კლუბის ფორმით", - ამბობს ტომას კესლერი, კლუბის გენერალური დირექტორი.


„ლოჩოს" წარდგენისას, კლუბის ვებ-გვერდზე, მის ფიზიკურ მონაცემებთან და გამოცდილებასთან ერთად, სტატიის ავტორები ყურადღებას იმ გარემოებაზეც ამახვილებენ, რომ ლუკას, RheinEnergieSTADION-ზე ერთი შეხვედრა აქვს ჩატარებული, 2024 წელს, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის 1/16 ფინალური შეხვედრა ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ, რომელიც შეგახსენებთ, რომ ჩვენმა ნაკრებმა 1-4 წააგო. აქვე, ერთ საინტერესო ამბავსაც იხსენებენ - 2022 წელს, ლოჩოშვილმა ფიფა-ს Fair Play-ს ჯილდო მიიღო მოწინააღმდეგე გუდნის ფეხბურთელის, გეორგ ტეიგლის გადარჩენის გამო, „ვოლფსბერგერისა" და „აუსტრია ვენას" დაპირისპირების დროს.


„როგორც ფეხბურთელი, ყოველთვის ცდილობ მაღალ დონეზე ითამაშო. ამიტომ, მოხარული ვარ კარიერაში მომდევნო ნაბიჯის გადასადგმელად „კიოლნში", ბუნდესლიგის კლუბში. კლუბის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებმა პოზიტიურად წარიმართა, მათ დამარწმუნეს, რომ ეს ჩემთვის სწორი ნაბიჯი იქნებოდა. მოუთმენლად ველი შევუერთდე მდიდარი ტრადიციების მქონე კლუბს, ფანტასტიკურ გულშემატკივართან ერთად", - ამბობს ლუკა ლოჩოშვილი, ხელმოწერის შემდეგ კომენტარში, რომელიც კლუბის ვებ-გვერდისთვის გააკეთა.


„დინამო თბილისის" აკადემიის აღზრდილი და მთავარი გუნდის ფეხბურთელი, საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი, რომელმაც უკვე გარკვეული გამოცდილება, მათ შორის გერმანიის (მეორე ბუნდესლიგა) ჩემპიონატშიც მიიღო, ახალ კლუბთან ერთად, სავარაუდოდ, თვის ბოლოდან შეუდგება მზადებას. ლუკა ლოჩოშვილის ახალი კლუბი კი, გერმანიის ბუნდესლიგის 2026-2027 წლების სეზონის პირველ შეხვედრას, 29 აგვისტოს, საშინაო კედლებში, „ჰოფენჰაიმის" წინააღმდეგ ჩაატარებს.