ბათუმში, მეორე დღეს საქართველოს ჩემპიონატი მიმდინარეობს ქვიშის ფეხბურთში
ბათუმში, მეორე დღეს საქართველოს ჩემპიონატი მიმდინარეობს ქვიშის ფეხბურთში
03.07.2026
ავტორი: TSFF.Ge

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და აჭარის ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, ბათუმში, სპორტული ცენტრის ქვიშის მოედანზე, საქართველოს ჩემპიონატი მიმდინარეობს ქვიშის ფეხბურთში, რომელშიც ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან 10 გუნდი მონაწილეობს.


გუნდები ორ ქვეჯგუფად არიან გადანაწილებულნი და პირველ ეტაპზე წრიული სისტემით შეეცდებიან საუკეთესოების გამოვლენას. პირველ ჯგუფში „ქუთაისი", ბსც ბათუმი, სპორტ ფიტი „ბათუმი", GFDF თბილისი, „აპტოსი" თბილისი მოხვდნენ. მეორე ჯგუფში კი, „ბრიჯი" თბილისი, „ჯუნიორი" ბათუმი, UG თბილისი , „არმია" თბილისი და „დინამო" სოხუმი მოხვდნენ.


ტურნირის პირველი ეტაპი, რომელიც 2 ივლისს დაიწყო ხვალ, 5 ივლისს დასრულდება, ხოლო ჩემპიონატის დასკვნითი ეტაპი აგვისტოში გაიმართება.


ფოტო: აჭარის ფეხბურთის ფედერაცია