მარიამ ბოლქვაძემ უიმბლდონის ტურნირზე ასპარეზობა დაასრულა

02.07.2026
ავტორი: TSFF.Ge
დღეს, მარიამ ბოლქვაძემ უიმბლდონის ტურნირის ძირითადი ბადის მეორე წრის შეხვედრა გამართა რეიტინგის 102-ე ნომერთან, ამერიკელ ეშლინ კრუგერისთან და სამწუხაროდ, დამარცხდა, 1-6, 0-6.
შეგახსენებთ, რომ ქართველმა ჩოგბურთელმა საკვალიფიკაციო ტურნირის წარმატებულად გავლის შემდეგ, ძირითად ბადეში თამაშის უფლება მოიპოვა და პირველ წრეში, გამარჯვებაც მოახერხა. ქართველმა სამ სეტში, 2-6, 6-2, 4-6 მსოფლიო რეიტინგის 94-ე ნომერი ავსტრალიელი 33 წლის აილა ტომლიანოვიჩი დაამარცხა.
მარცხის მიუხედავად, მარიამის გამოსვლა უიმბლდონზე წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს.





ჩვენ








