ნიტა ნათობაძე ახალგაზრდულ ევროზე ასპარეზობას ხვალ დაასრულებს
ნიტა ნათობაძე ახალგაზრდულ ევროზე ასპარეზობას ხვალ დაასრულებს
01.07.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

გერმანიაში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი მიმდინარეობს მხატვრულ ცურვაში, სადაც საქართველოს ნიტა ნათობაძე წარმოადგენს. 16 წლის ქართველმა სპორტსმენმა, რომელიც უფროსების კატეგორიაში მარია ალავიძესთან ერთად წყვილში ასპარეზობს და მისი სახელიც სპორტის ამ ლამაზი სახეობის გულშემატკივრისთვის კარგად არის ნაცნობი, ამჯერად, ახალგაზრდულ ევროზე დამოუკიდებლად სცადა ძალები.


თავისუფალ სოლო პროგრამაში ნიტამ 220.3562 ქულა დააგროვა, დისციპლინის გამარჯვებულს, 49.9013 ქულით ჩამორჩა რაც, წინასწარი ასპარეზობისას მე-7 შედეგი აღმოჩნდა. ამით, ნიტამ თავისუფალ სოლო პროგრამაში ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ფინალური შეჯიბრი, Olympic Park Munich-ზე ხვალ, 2 ივლისს, ადგილობრივი დროით დილის 10:00 საათზე დაიწყება.


მანამდე, ნიტა ნათობაძემ დღეს, სოლო ტექნიკურ დისციპლინაში სცადა ბედი და 23 მონაწილეს შორის მე-8 ადგილით დაასრულა ასპარეზობა. ქართველმა 212.8800 ქულა დააგროვა, რამაც გამარჯვებულთან ჩამორჩენამ  მხოლოდ, 33.3901 ქულა შეადგინა.


ჩემპიონატის ტექსტურ ბმული.