რამდენად უსაფრთხოა ფან ზონები მსოფლიო ჩემპიონატის მსვლელობისას
რამდენად უსაფრთხოა ფან ზონები მსოფლიო ჩემპიონატის მსვლელობისას
29.06.2026
ავტორი: TSFF.Ge

სან ხოსეში, კალიფორნიაში, 28 ივნისს, მსოფლიო ჩემპიონატის ფან ზონაში, სადაც დიდ ეკრანზე მატჩების ტრანსლირება მიმდინარეობდა, სროლის შემდეგ, ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი, მძიმედ დაიჭრა. საინტერესოა, რომ როიტერის ინფორმაციით, კონკრეტულად ინციდენტის მომენტში, ფან ზონაში არც ერთი მატჩის ტრანსლირება არ მიმდინარეობდა, რადგან იმ დღის ერთადერთი შეხვედრა უკვე დასრულებული იყო (ლაპარაკია ბოსნია ჰერცეგოვინასა და აშშ-ს ნაკრებების დაპირისპირებაზე - სარედაქციო შენიშვნა).


პირველადი ინფორმაცია სან ხოსეს პოლიციამ ტვიტერის პლატფორმით გაავრცელა. შემთხვევა სან პედროს მოედანზე მოხდა, ფეხბურთის გულშემატკივართათვის ერთ-ერთი გამოყოფილი ადგილზე. დიდი რაოდენობით მობილიზებული პოლიცია და გაოგნებული ხალხი, ეს ის სურათი იყო, რაც შემთხვევის ადგილთან მიახლოებულმა ჟურნალისტებმა დააფიქსირეს. ამას გარდა არეალში მდებარე ბევრი ბარი და ქუჩაც გადაიკეტა უსაფრთხოების მიზნით.


მომხდარს, სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საზოგადოების ნაწილი, რომელიც სავარაუდოდ ეწინააღმდეგებოდა შეერთებულ შტატებში (მათი თქმით არასაფეხბურთო ქვეყანაში) მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება შეცდომა იყო. არგუმენტებად კი, რამდენიმე ფაქტორი მოჰყავთ, სადაც მთავარი არგუმენტი აშშ-ში „იარაღის პოლიტიკაა" - ქვეყანაში, სადაც იარაღის ხელმისაწვდომობა მარტივია მსგავსი ტურნირების ჩატარება მაღალ რისკთან იყო დაკავშირებული. ამას გარდა, როგორც ინტერნეტ სივრცეში იწერება, მსოფლიო ჩემპიონატის მსვლელობისას ეს არ იყო გამონაკლისი შემთხვევა - შეიარაღებული თავდასხმები დაფიქსირდა სხვა ქალაქებშიც, კანზას სიტისა და ბროქტონში, სადაც ფეხბურთის ფანები იყვნენ შეკრებილი.


და მაშინ, როცა საერთაშორისო მედია და გულშემატკივარი ფიქრობს და ლაპარაკობს, რამდენად უსაფრთხოა და დაცულია ფან ზონები მსოფლიო ჩემპიონატის მსვლელობისას, სან ხოსეს ხელისუფლება და პოლიცია აცხადებს, რომ ეს იყო, ცალკეული შემთხვევა, ამასთან უკვე დასრულებული მატჩის შემდეგ და შემთხვევის მომენტში ფან ზონაში გულშემატკივარი არ იყო. ამასთან, არც კონკრეტული დაპირისპირება, რომლის დროსაც ერთი დაიღუპა, ერთი კი დაიჭრა, საფეხბურთო ჩემპიონატს არ უკავშირდებაო.