
საქართველოს სლავა მეტრეველის სუპერ თასის ბრინჯაოს ფინალამდე, რომელსაც ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი გორში გამართავს, „დინამო თბილისი" ოფიციალურად იუწყება, რომ კლუბის ახალგაზრდა მცველი საბა ხარებაშვილი უკვე ოფიციალურად სტამბოლოს „ბაშაქშეჰირის" ფეხბურთელია. ბოლო თამაშები, საბა კი იყო თბილისში, თუმცა, დინამოელთა მაისურით მოედანზე აღარ გამოსულა. დღეს კი, სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსი გამოაქვეყნა:
„დადგა დღე როდესაც მადლობის თქმა ყველაზე რთულია.
განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო კლუბს, რომელმაც მომცა შესაძლებლობა გავზრდილიყავი, არა მხოლოდ როგორც ფეხბურთელი, არამედ როგორც პიროვნება. თქვენ მასწავლეთ შრომის ფასი, დისციპლინა, პასუხისმგებლობა და ყველა ადამიანური ღირებულებები, რომელიც მთელი ცხოვრება თან გამყვება.
მადლობა თითოეულ თქვენგანს: მწვრთნელებს, თანაგუნდელებს, სტაფს. ყველას ვისაც ჩემი ცხოვრების გზაზე პატარა წვლილი მიუძღვის ჩემს განვითარებაში. თქვენი შრომა, ნდობა და თანადგომა ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იქნება.
განსაკუთრებული მადლობა გულშემატკივრებს - თქვენი სიყვარული და გვერდში დგომა ყველაზე რთულ და ყველაზე ბედნიერ წუთებში უდიდეს ძალას მაძლევდა.
"დინამო" ყოველთვის იქნება ჩემი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი და აქ მიღებული გამოცდილება, მეგობრობა და მოგონებები ჩემთან სამუდამოდ დარჩება! "დინამოს" ვუსურვებ წარმატებას, რომელსაც ეს დიდი კლუბი იმსახურებს. მადლობა ჩემს დიდ ოჯახს ყველაფრისთვის.
მხოლოდ "დინამო"! მხოლოდ თბილისი", - ასეთი შინაარსის პოსტს აქვეყნებს საბა ხარებაშვილი პირად სოციალურ ქსელში.
კლუბმა რამდენიმე დღით ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ „დინამო თბილისი", ნანა კოფი დონკორიმა და აბდულაი იორომაც დატოვეს, საიჯარო ხელშეკრულება დასრულების შემდეგ.
პარალელურად, კლუბს ჰყავს ახალწვეულებიც - გვინეის ნაკრების ფორვარდი ალგასიმ ბა, 23 წლის ფეხბურთელთან კონტრაქტი, რომელიც ძალაში პირველი ივლისიდან შევა, 2028 წლის ბოლომდე გაფორმდა. ასევე, კვიპროსელი მცველი პარის ფსალტისი - 29 წლის ფეხბურთელთან კონტრაქტი, საკლუბო გვერდის ინფორმაციით, 2027 წლის ბოლომდე გაფორმდა. ბას მსგავსად, კვიპროსული კარიერის გარდა, მას კუნძულელთა ახალგაზრდულ და ეროვნულ ნაკრებებშიც აქვს თამაშები ჩატარებული. შეგახსენებთ, რომ ოდნავ უფრო ადრე, დედაქალაქურ კლუბში, „დინამომ" ფრანგი შემტევი ნახევარმცველი მაქსიმ ტეიშეირა დაიმატა. 29 წლის ფეხბურთელთან ჩვენმა კლუბმა 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმა, მან კი, სადებიუტო გოლი, ეროვნული ლიგის მესამე წრის სასტარტო ტურშივე გაიტანა.
ამრიგად, თბილისელთა მთავარი მწვრთნელის თემურ ქეცბაიას ქართულ და კვიპროსულ „მემკვიდრეობას" ბრინჯაოს ფინალამდე ორი დღე, ევროტურნირამდე კი, ცოტა უფრო მეტი დრო აქვს შესათამაშებლად.





ჩვენ








