
2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შედეგებისა და მსოფლიო რეიტინგის მიხედვით, ფიგურული ციგურაობის საერთაშორისო კავშირმა ახალი სეზონის გრან პრის სერიების გრაფიკი გამოაქვეყნა. შეგახსენებთ, რომ გრან პრის გათამაშება რამდენიმე, კერძოდ ექვსი სერიისგან შედგება, რომლებიც თავის მხრივ დამოუკიდებელი ტურნირების სახით ტარდება. ფინალში, მოსახვედრად, რომელიც 2026 წლის 10-13 დეკემბერს ჩინეთში იგეგმება, ამ ექვსი სერიის საუკეთესო შედეგის, რომელიც თავის მხრივ ჯამდება, მქონე ექვსეული მიიღებს მონაწილეობას.
კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, რომელიც გრან პრის სერიას ახასიათებს - ცალკეულ დისციპლინებში მონაწილეებს, მხოლოდ, ორ სერიაში ასპარეზობის უფლება აქვს. ეს ზოგადად, გრან პრის სერიის ფორმატზე. ახლა კი, იმის შესახებ, თუ რომელ ეტაპებზე იასპარეზებენ ქართული გუნდის წარმომადგენლები:
23- 26 ოქტომბერი, 2026 / ანჟე (საფრანგეთი)
ლუკა ბერულავა- ანასტასია მეტელკინა (სპორტული წყვილები)
ანასტასია გუბანოვა (ერთეული ქალები)
დიანა დევისი-გლებ სმოლკინი (სპორტული ცეკვები)
6- 8 ნოემბერი, 2026 / შენჟენი (ჩინეთი)
ლუკა ბერულავა - ანასტასია მეტელკინა (სპორტული წყვილები)
ანასტასია გუბანოვა (ერთეული ქალები)
დიანა დევისი - გლებ სმოლკინი (სპორტული ცეკვები)
ნიკა ეგაძე (ერთეული კაცები)
20-22 ნოემბერი, 2026 / ჰელსინკი (ფინეთი)
ნიკა ეგაძე (ერთეული კაცები)
როგორც ხედავთ, ჩვენი გუნდი სრული შემადგენლობით, ჩინეთში, შენჟემის გრან პრის ეტაპზე იქნება წარმოდგენილი. საერთო ჯამში ჩვენები, ექვსიდან სამ ეტაპზე იქნებიან წარმოდგენილები და ვიმედოვნებთ, რომ საბოლოოდ, ყველას ფინალურ ეტაპზე ვიხილავთ.





ჩვენ








