ბელგიელმა მოციგურავემ ლეონა ჰენდრისკმა 26 წლის ასაკში კარიერა დაასრულა
ბელგიელმა მოციგურავემ ლეონა ჰენდრისკმა 26 წლის ასაკში კარიერა დაასრულა
28.06.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ზაფხულია და აქტუალურიც სპორტის ზაფხულის სახეობებია, მითუმეტეს, რომ მსოფლიო ჩემპიონატით ცხოვრობს მთელი პლანეტა, ახალი სეზონისთვის ზამთრის სახეობების წარმომადგენლები უკვე ემზადებიან, მათ შორის ფიგურული მოციგურავეები. რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა რომ სპორტული კარიერა დაასრულა 26 წლის ბელგიელმა მოციგურავე ქალმა ლეონა ჰენდრიკსმა, რომელმაც პირაd სოციალურ ქსელში, საკმაოდ გულის ამაჩუყებელი პოსტი გამოაქვეყნა:


„ეპოქის დასასრული... 22,5 წლის შემდეგ, დადგა დრო დაგემშვიდობოთ. მოგზაურობა სავსე დაუვიწყარი მომენტებით, გამარჯვებებით, დაბრკოლებებით, სიხარულითა და ცრემლით. მოგზაურობა, რომელიც ფორმაში მამყოფებდა, მიწვევდა და შემქმნა ქალად, რომელიც დღეს ვარ. ყველაზე მეტად, უაღრესად მადლიერი ვარ, მადლიერი იმ გაკვეთილებისთვის, მსხვერპლშეწირვისთვის, ადამიანების ვისაც ამ გრძელ გზაზე შევხვდი, ყველა შანსისთვის, რაც ამ სპორტმა მომცა, სიცოცხლისუნარიანობა, დისციპლინა, ვნება და გამაბედინა დამეძლია ბევრი საკითხი.


ის რაც დაიწყო, როგორც ოცნება სპორტში, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის მეტ-ნაკლებად იყო ცნობილი, იქცა მოგონებების და წარმატებების ცხოვრებისეულ ნაწილად, რისი წარმოდგენაც არ შემეძლო. შანსი რომ წარმომედგინა ბელგია მსოფლიოში, ეამაყა ქვეყანას, არის ჩემი ცხოვრების უდიდესი პატივი.


რადგან ამ თავს ვხურავ, ამას ვაკეთებ მადლიერებითა და სიამაყით სავსე გულით. არა იმიტომ რომ იყო მედლები და შედეგები, არამედ იმ პერსონის გამო, რომელიც მე ამ მოგზაურობამ გამხადა. 


მადლობა ყველას ვისაც ჩემი გჯეროდა, მქომაგობდით, ჩემთან ერთად ზეიმობდით და იყავით ჩემს გვერდით ყველა აღმასვლის თუ, დაღმასვლის დროს.


ეს ეპოქის დასასრულია, თუმცა არ ნიშნავს რომ ყინულს ვემშვიდობები. თქვენ კვლავ მნახავთ მე ყინულზე", - წერს ჰენდრიკსი. აქვე ბელგიელი ფიგურული მოციგურავის ძირითად მიღწევებსაც გთავაზობთ.


  • 3-ჯერ მიიღო მონაწილეობა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში
  • ევროპის ჩემპიონი
  • 2-გზის ევროპის ვიცე-ჩემპიონი
  • ევროპის ბრინჯაოს მედალოსანი
  • მსოფლიოს ვერცხლის მედალოსანი
  • მსოფლიოს ბრინჯაოს მედალოსანი
  • მსოფლიოს მცირე ოქროს მედალი
  • 8-გზის გრან პრის მფლობელი


აქვე შეგახსენებთ, რომ ბელგიელის ერთ-ერთი უშუალო და პრინციპული მეტოქე, საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრების წევრი ანასტასია გუბანოვა იყო. ასე, რომ მომავალ სეზონში, ვნახოთ, ლეონას გარეშე, თუმცა, ძალიან ბევრი და საინტერესო ქალი მოციგურავეების გარემოცვაში, როგორ აეწყობა ჩვენი „გუბანჩიკას" სეზონი.