კარგი "საწვრთნელი", მხოლოდ მედლების გარეშე
კარგი "საწვრთნელი", მხოლოდ მედლების გარეშე
28.06.2026
ავტორი: TSFF.Ge

IJF-ის მსოფლიო ტური აგრძელებს მოგზაურობას და ულან-ბატორის გრან სლემის შემდეგ, მორიგი გაჩერება ჩინეთში ჰქონდა. 26-28 ივნისის ჩათვლით ცინდაოს გრან პრიზე ქართველმა ჯუდოკებმაც მიიღეს მონაწილეობა. თუმცა, ჩვენებმა წინასწარი შეხვედრების ეტაპზე დაასრულეს ასპარეზობა. თავდაპირველად ჯუდოს საერთაშორისო ფედერაციის ვებ-გვერდზე ტურნირზე 6 ჯუდოკა იყო რეგისტრირებული, თუმცა, მხოლოდ ხუთმა იასპარეზა.


 -48 კგ  წონით კატეგორიაში ჯულიეტა როდონაია ჩინელ ჯუდოკასთან დამარცხდა.


-70 კგ  წონის ვერცხლის მედალოსანთან წააგო საწყისი შეხვედრა მარიამ ჭანტურიამ. ამავე წონაში, რეპეშაჟიდან გამოეთიშა ასპარეზობას ნინო გულბანი, რომელსაც რეალურად ბრინჯაოს მედლამდე ცოტა დააკლდა.


+78 კგ წონით კატეგორიაში სოფიო სომხიშვილმა პირველი შეხვედრა მოიგო, თუმცა, მომდევნოში მასპინძელ ჩინელთან დამარცხდა.  


-81 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა დიმიტრი გოჩილაიძემ, პირველ წრეში ფრანგი მეტოქე დაამარცხა, თუმცა, მომდევნოში ფინელ ეეტუ იჰანამაკისთან დამატებით დროში იუკოთი დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.


ამ ტურნირის შემდეგ, ჯუდოს მსოფლიო ტური, აგვისტომდე შეისვენებს.