
მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ეტაპი დასრულებულია. მეთექვსმეტედ ფინალში ევროპის კონტინენტიდან, მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილე 16-დან 13-მა გუნდმა მოახერხა გასვლა. უეფა-ში შემავალი ქვეყნებიდან ჯგუფური ეტაპის დაძლევა ვერ მოახერხეს შოტლანდიამ, ჩეხეთმა და თურქეთმა (ამ უკანასკნელს ბევრი, მინიმუმ 1/4 ფინალშიც კი ხედავდა).
A ჯგუფი - მექსიკა, სამხრეთ აფრიკა
B ჯგუფი - შვეიცარია, კანადა, ბოსნია-ჰერცოგოვინა
C ჯგუფი - ბრაზილია, მაროკო
D ჯგუფი - აშშ, ავსტრალია, პარაგვაი
E ჯგუფი - გერმანია, კოტ-დ'ივუარი, ეკვადორი
F ჯგუფი - ნიდერლანდები, იაპონია, შვედეთი
G ჯგუფი - ბელგია, ეგვიპტე
H ჯგუფი - ესპანეთი, კაბო-ვერდე
I ჯგუფი - საფრანგეთი, ნორვეგია, სენეგალი
J ჯგუფი - არგენტინა, ავსტრია, ალჟირი
K ჯგუფი - კოლუმბია, პორტუგალია, კონგო
L ჯგუფი - ინგლისი, ხორვატია, განა
ერთმატჩიანი ფლეი-ოფების მომდევნო და ყველაზე დამაინტრიგებელი ეტაპი კი, უკვე დღეიდან დაიწყება. 23:00 საათზე ლოს ანჯელესში სამხრეთ აფრიკის ეროვნული ნაკრები კანადას დაუპირისპირდება.
29 ივნისი
21:00 ბრაზილია-იაპონია
30 ივნისი
00:30 გერმანია-პარაგვაი
05:00 ნიდერლანდები - მაროკო
21:00 კოტ-დ'ივუარი - ნორვეგია
1 ივლისი
01:00 საფრანგეთი - შვედეთი
05:00 მექსიკა - ეკვადორი
20:00 ინგლისი - კონგო
2 ივლისი
00:00 ბელგია - სენეგალი
04:00 აშშ - ბოსნია და ჰერცეგოვინა
23:00 ესპანეთი -ავსტრია
3 ივლისი
03:00 პორტუგალია - ხორვატია
07:00 შვეიცარია - ალჟირო
22:00 ავსტრალია - ეგვიპტე
4 ივლისი
02:00 არგენტინა - კაბო-ვერდე
05:30 კოლუმბია - განა
აქვე გეტყვით, რომ მომდევნო 1/8 ფინალის პირველი დაპირისპირება 4 ივლისს, თბილისის დროით 21:00 საათზე არის დაგეგმილი და მომდევნო ეტაპზე გასვლას ამ დროიდან პირველად, სამხრეთ აფრიკა-კანადისა და ნიდერლანდები-მარკოს წყვილებში გამარჯვებულები დაუპირისპირდებიან.





ჩვენ








