რუსთაველის თეატრში ნონას 85 წლის იუბილე იზეიმეს
რუსთაველის თეატრში ნონას 85 წლის იუბილე იზეიმეს
28.06.2026
ავტორი: TSFF.Ge

დღეს, რუსთაველის თეატრში, ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის 85 წლის იუბილე იზეიმეს. ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონს, საჭადრაკო ოლიმპიადების თერთმეტგზის გამარჯვებულს, ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის ორგზის მფლობელსა და ხუთგზის საბჭოთა კავშირის ჩემპიონს, დღეს ქართული სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის გიორგი ნიკოლაძის სახელობის სპორტის უმაღლესი ჯილდო გადასცეს. ამ ჯილდოს პირველი მფლობელი კი, დღეს, სწორედ ნონა გახდა. პირველი ჯილდოს მფლობელი, ისევე, როგორც იყო დამოუკიდებელი საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პირველი პრეზიდენტი. პირველი ქალი, რომელსაც 1982 წელს საჭადრაკო „ოსკარი" გადაეცა.

 

დღეს, რუსთაველის თეატრში „ჭადრაკის დედოფლის", საერთაშორისო დიდოსტატის ქალთა შორის და მამაკაცთა შორის დიდოსტატის საპატივცემულოდ, სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ რუსთაველის თეატრის მსახიობები სცენებით სპექტაკლიდან „ვეფხისტყაოსანი", მღეროდნენ „ბრეგვაძეები", ცეკვავდნენ „სუხიშვილები".